ქვეყანაში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 489,633.75 ათასი დოლარის ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 360,898.87 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 36%-ია.
სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოსთვის დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის კუთხით ნომერ პირველი ბაზარი თურქეთია. სწორედ თურქეთზე მოდის ქვეყანაში იმპორტირებული სამკურნალო საშუალებების საერთო ღირებულების 28%-ი.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველოს დაფასოებულ სამედიცინო საშუალებებს ყიდულობს:
იმპორტირებული დაფასოებული სამკურნალო საშუალებების 45%-ი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელი იმპორტირებული დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ღირებულების კუთხით უკვე რეკორდულია, რადგანაც 11 თვის მაჩვენებელი უკვე ბევრად აჭარბებს გასული წლების წლიურ მაჩვენებლებს.
უახლესი
1 საათის წინ
JetBlue 2 მილიონი დოლარით დაჯარიმდა