დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს სასტუმროებში განთავსების  ადგილების რაოდენობა 11.4%-ით გაიზარდა

2022 წელს სასტუმროებში განთავსების ადგილების რაოდენობა 11.4%-ით გაიზარდა

25-08-2023 13:46:24

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 162 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 213 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით).

აღნიშნული მაჩვენებელი 24.6 პროცენტით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით. სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2022 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 54.5 პროცენტს. 

საქსტატის მონაცემებით, სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.7 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.3 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში.

2022 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 195.4 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 20.9 პროცენტით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აქედან ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 1 489.5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 12.8 პროცენტით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

2022 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 97.8 ათასი შეადგინა, რაც 11.4 პროცენტით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 6.3 პროცენტით და 45.8 ათასი შეადგინა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები