2022 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 5 703.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 123.9 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი - 3 028.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 66.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2022 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 2 674.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 4-ჯერ მეტია 2021 წლის სავაჭრო ბალანსზე.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 3 516.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 61.7 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 1 201.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 21.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 597.2 მლნ. აშშ დოლარით (შესაბამისად 10.5 პროცენტი).
2022 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა 1 891.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 62.5 პროცენტი შეადგინა.
მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 408.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 13.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სხვა საქმიანი მომსახურებაა 200.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი).
2022 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 65.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (981.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (688.5 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (327.9 მლნ. აშშ დოლარი).
2022 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 52.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია: თურქეთი (482.0 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (204.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (204.8 მლნ. აშშ დოლარი).
უახლესი