დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Lion Trans-ის ახალი ბიზნეს პარტნიორული კავშირი - სერტიფიცირებული ავტოდილერი

Lion Trans-ის ახალი ბიზნეს პარტნიორული კავშირი - სერტიფიცირებული ავტოდილერი

21-07-2023 14:30:18

14 ივლისს, თბილისში საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Lion Trans-ის ახალი პროექტის - სერტიფიცირებული ავტოდილერი - მეორე ეტაპი გაიმართა.

აღნიშნული პროექტის მთავარი იდეა და მიზანი ურთიერთმხარდაჭერით მომხმარებლებისათვის სერვისის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებაა. პროექტი ავტოინდუსტრიაში ბიზნეს პროცესებისადმი ინოვაციური მიდგომის დანერგვას ემსახურება, რომელიც ავტოდილერებისა და მომხმარებლებისათვის ახალ სამუშაო გარემოს ქმნის, მაქსიმალურად გამარტივებული ლოჯისტიკური თუ საოპერაციო პროცედურებით.


‘სწორედ 15 წლიანი გამოცდილების საფუძველზე, ბევრი ფიქრისა თუ ანალიზის შემდგომ, შეიქმნა პარტნიორობის ახალი მოდელი, რასაც სერტიფიცირებული ავტოდილერი ჰქვია. კომპანია 1 წლის განმავლობაში შეისწავლიდა, აანალიზებდა ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, რაც თავისთავად მოიცავს შესაძლებლობების განვითარებას, უპირატესობების წარმოჩენასა და სისუსტეების აღმოფხვრას. ამ და სხვა განმაპირობებელი მიზეზების გათვალისწინებით, ჩამოყალიბდა მეთოდი, რომელიც ეტაპობრივად დაინერგება კომპანიაში და უზრუნველყოფს პირველ რიგში ეკონომიკურ მდგრადობას, შემდგომ კი სხვა დამატებით ბენეფიტებს.’ - აღნიშნავს ლევან სუხიტაშვილი, Lion Group-ის გენერალური დირექტორი

სწორედ გასული წლის დასაწყისში, კომპანიის დამფუძნებლის მხრიდან დაიბადა იდეა, რომ აღნიშნული მრავალწლიანი პარტნიორობა და ბიზნეს ურთიერთობა,  განახლებულ ეტაპზე გადასვლას მოითხოვდა. თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ, დასავლური ღირებულებების მქონე ბიზნეს მოდელზე, რომელიც ურთიერთმხარდაჭერაზე იქნებოდა აგებული. მოდელი, რომელიც შინაარსში გულისხმობს პროცესების ფუნქციონირების განახლებული ბირთვის შექმნას და ამაზე დაყრდნობით პარტნიორობის ახალი ეტაპის გაგრძელებას.

ამჯერად, აღმოსავლეთ საქართველოს ავტოდილერებს მიენიჭათ სერტიფიცირებულის სტატუსი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს კომპანიის მიერ სპეციალურად სერტიფიცირებული ავტოდილერებისათვის შექმნილი მომსახურების განსაკუთრებული პირობების პაკეტით ისარგებლონ. მათ შორის: ლიზინგის გამარტივებული და შეღავათიანი პირობებით, უფასო CARFAX-ითა და ავტომობილის შესყიდვის მომენტიდან გარანტიით.


ლაიონ ტრანსის ავტოდილერებისთვის  განსაკუთრებულ სიახლეს წარმოადგენს გარანტია ავტომობილის შესყიდვის მომენტიდან, რაც გულისხმობს დაზიანების განხილვას აუქციონის და მიმღებ პორტში კომპანიის წარმომადგენლის მიერ გადაღებული ფოტოების შედარებით.

ავტომობილის ტრანსპორტირებისას, სრული პროცესის განმავლობაში ავტოდილერი საქმის კურსშია თუ რა მდგომარეობა აღენიშნება ავტომობილს. განახლებული პირობების მიხედვით, შესაძლებელია შესყიდული ავტომობილის აყვანის მომენტში დამატებითი დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, ავტოდილერის მყისიერი ჩართულობიდან გამომდინარე, ავტომობილის აუქციონზე დატოვება ან წამოყვანა.‘ - განმარტავს ირაკლი გოგსაძე, ზარალების დეპარტმანეტის ხელმძღვანელი.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით, კომპანია ახალ ნაბიჯებს დგამს ბაზარზე თავისთავად დამკვიდრებული, ინდუსტრიის მიერ რეგულირებული ბიზნეს პროცესების ჩანაცვლებისა და გაუმჯობესებისაკენ.

ტერმინი - სერტიფიცირებული ავტოდილერი, ბაზარზე დამკვიდრდება როგორც Lion Trans-ის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი ვინც ენდობა Lion Trans-ს, ენდობა კომპანიის სერტიფიცირებულ ავტოდილერსაც და პირიქით.

ახალი ბიზნეს პარტნიორული კავშირი ნიშნავს პროფესიონალიზმზე, მუდმივ განვითარებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პასუხისმგებლობასა და საიმედოობაზე დაფუძნებულ ურთიერთკავშირს. ესაა ახალი სამუშაო სისტემა, რაც გულისხმობს ნებისმიერ ეტაპზე სერტიფიცირებული ავტოდილერის სრულ მხარდაჭერას, იქნება ეს პროცედურული, ფინანსური, საკანონმდებლო, თუ სხვა მიმართულებები.

კომპანიის სამომავლო გეგმებისა და მოლოდინების გათვალისწინებით, სერტიფიცირებული ავტოდილერი ინდუსტრიის ახალი მოდელი გახდება, რომელიც დაამკვიდრებს ბიზნეს პროცესების გამარტივებულ და მეტად სანდო კულტურას, გააუმჯობესეს ამ ურთიერთობის საფუძვლებს და განავითარებს მას დასავლური სტანდარტების ფონზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები