დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
10 თვეში უბილეთო მგზავრების ჯარიმებიდან ბიუჯეტში ₾3 მილიონზე მეტი შევიდა

10 თვეში უბილეთო მგზავრების ჯარიმებიდან ბიუჯეტში ₾3 მილიონზე მეტი შევიდა

21-11-2023 14:00:35

ქვეყნის მასშტაბით, უბილეთო მგზავრობის გამო გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში აკუმულირებული თანხა მზარდია. 

როგორც ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით ირკვევა, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 3,087,325.53 ლარი შევიდა, რაც 85%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით.

2022 წლის 10 თვის მონაცემებით, უბილეთო მგზავრობის გამო ბიუჯეტში 1,666,870.18 ლარი შევიდა.

2023 წლის სტატისტიკით, უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდიდან მთლიანობაში 3,086,473.53 ლარი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტშია შესული, ხოლო 852 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში.

ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს.

იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.

რაც შეეხება ბათუმს, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 20 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები