დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
10 თვეში გაყიდვების ზრდა 15%-ს შეადგენს, რაც მიუთითებს ბიზნესის მდგრადობასა და მომხმარებლის ინტერესზე - „ცელსიუსი“

10 თვეში გაყიდვების ზრდა 15%-ს შეადგენს, რაც მიუთითებს ბიზნესის მდგრადობასა და მომხმარებლის ინტერესზე - „ცელსიუსი“

06-11-2024 11:58:00

როგორ ვითარდება და რა ნიშა აქვს ბაზარზე კომპანია „ცელსიუსს“, რომელიც მომხმარებელს ცენტრალური გათბობის სისტემებს, კონდიციონერებს, წყალგამაცხელებლებსა და მილგაყვანილობების სისტემებს სთავაზობს, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს სოფო ახალაიას ესაუბრა: 

 - თქვენი კომპანია უკვე 4 წელია ადგილობრივ ბაზარზეა. რა ნიშა დაიკავეთ და რა არის  კონკურენტული უპირატესობა?  

„ცელსიუსი" ოთხი წელია, რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს და ამ დროში ლიდერის პოზიციას მყარად იკავებს გათბობა-გაგრილების სისტემების სფეროში. ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა სერტიფიცირებული და ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება, რაც დამატებით გამოირჩევა უსაფრთხოებით, ენერგოეფექტურობითა და ხანგრძლივი გამძლეობით. ამას ემატება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდი და მომსახურების ფართო სერვისი - დაწყებული პროექტირებიდან მონტაჟამდე და საგარანტიო სერვისის ჩათვლით.
 
- რა პროდუქტებს სთავაზობთ მომხმარებელს და რომელი საერთაშორისო ბრენდები არიან თქვენი პარტნიორები?
 
„ცელსიუსი" მომხმარებლებს სთავაზობს ცენტრალური გათბობის სისტემებს, კონდიციონერებს, წყალგამაცხელებლებსა და მილგაყვანილობებს. ჩვენ ვართ ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები, როგორიცაა ARISTON, CHIQ და DEMIRDOKUM. ჩვენს მომხმარებლებს შორის განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ცენტრალური გათბობის სისტემებზე და კონდიციონერებზე მათი საიმედოობისა და მაღალი ხარისხის გამო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროდუქტი არის მაღალხარისხიანი, აქვს  ხანგრძლივი გარანტია. მომხმარებელს გათბობის სისტემებზე დაპროექტებას(ზუსტი კალკულაცია) და სახლამდე მიტანის სერვისიც უფასოდ ვთავაზობთ. ვფიქრობთ, რაც შეიძლება მეტი ბენეფიტი შევთავაზოთ მომხმარებლებს , რომ შევუქმნათ „კომფორტი ნებისმიერ ამინდში"- რაც არის ჩვენი სლოგანიც. 
 
- როგორ ანაწილებთ ყურადღებას საცალო და კორპორაციულ სეგმენტებს შორის?
 
„ცელსიუსი" აქტიურად ოპერირებს როგორც საცალო, ასევე კორპორაციულ ბაზრებზე. თითოეული სეგმენტი მნიშვნელოვან წილს წარმოადგენს, თუმცა კომპანიის ზრდა და მომხმარებელთა ნდობა თანაბრად აისახება ორივე მიმართულებაზე. 2024 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში გაყიდვების ზრდა 15%-ს შეადგენს, რაც მიუთითებს ბიზნესის მდგრადობაზე და მომხმარებელთა მზარდ ინტერესზე.
 
- რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს გათბობა-გაგრილების სისტემების ბაზარი საქართველოში?
 
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების დანერგვა და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით. ჩვენ ვცდილობთ, შევთავაზოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც არა მხოლოდ კომფორტს უზრუნველყოფს, არამედ ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვასა და გარემოზე ზრუნვას. ასევე მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფი ინტეგრაცია ადგილობრივ ბაზარზე.
 
- რა გეგმები გაქვთ მომავალი წლისთვის?
 
ამ ეტაპზე აღარ ვგეგმავთ ახალი ფილიალების გახსნას. ვთვლით, რომ არსებული ფილიალები სხვადასხვა რეგიონსა და უბანში (თბილისი, თელავი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი) საკმარისია გათბობა-გაგრილების სეგმენტისთვის. ჩვენ გვაქვს ონლაინ კონსულტაციები და გაყიდვები, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მომხმარებლისთვის არჩევანის გაკეთებას. 2025 წლისთვის კი ვგეგმავთ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას და ტექნოლოგიური განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები