1-4 თებერვალს კინოთეატრ ამირანში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმის, ჩვენებები გაიმართება.
"ლოტო" ასე ქვია ფილმს, რომლის მსოფლიო პრემიერა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმი საქართველო-ლიეტუვას კოპროდუქციაა.
ბევრი ელოდებოდა ამ ფილმს, ის ზაზა ხალვაშის ბოლო ნამუშევარია, რომლის დამთავრებაც სამწუხაროდ ვერ მოასწრო, მუშაობის პროცესში გარდაიცვალა. ფილმის მონტაჟი მისმა შვილმა, თამთა ხალვაშმა და შემოქმედებითი ჯგუფილს სხვა წევრებმა დაასრულეს .
შავ-თეთრი ფილმი ფერად ისტორიებზე - ასე ახასიათებდა რეჟისორი საკუთარ ნამუშევარს .
ამონარიდი რეჟისორის ხედვიდან:
“ამ სცენარის კონცეფცია ჩემი ბავშვობის პერიოდის მოგონებებიდან ავიღე, მოგონებები, რომელიც მე პირადად განვიცადე და რომელიც უშუალოდ ჩემს ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისგან დამრჩა. აღნიშნული ეზო და მისი მაცხოვრებლები ჩვენი საზოგადოების სარკეა და ამიტომ ყველას შეეძლება ამოიცნოს ამ ეზოში მცხოვრები ადამიანები.“
ერთ პატარა სამეზობლოში ყველა ლოტოს თამაშობს და ამ ფორმით ცდილობს იპოვოს ის, რაც ასე ცოტაა. რას შეიძლება ეძებდნენ ადამიანები თამაშის დროს?
ლოტო ზაზა ხალვაშის ბოლო ნამუშევარია, რომლის დამთავრებაც ვერ მოასწრო, მუშაობის პროცესში გარდაიცვალა. ფილმის მონტაჟი მისმა შვილმა, თამთა ხალვაშმა და შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრებმა დაასრულეს .
ფილმის ოპერატორი გიორგი შველიძე გახლავთ. გიორგი შველიძე ზაზა ხალვაშის ფილმის, ნამეს ოპერატორიც იყო, 2019 წელს მან ამ ფილმისთვის ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მთავარი პრიზი (ASC Awards) მიიღო. ჯილდო კატეგორიაში, Spotlight Award გადაეცა და ამავე წელს ამერიკის კინოაკადემიის ახალ წევრად აირჩიეს.
2018 წელს, ოსკარის დაჯილდოვების 91-ე ცერემონიალზე, უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარსადგენად საქართველოდან ზაზა ხალვაშის „ნამე“ გაიგზავნა.
ნამეს მსოფლიო პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.
ფილმის სიუჟეტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში ვითარდება და ის მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამესა და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს.
https://www.youtube.com/watch?v=S49P9KMrFaI
უახლესი