ჟელე-სოუსების ქართული პრემიუმ ბრენდი „მალენტა” რომელიც 8 სახეობას პროდუქტს აწარმოებს, ექსპორტისთვის ემზადება.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მარი კვერნაძემ განუცხადა, იჯარით აიღეს საწარმო სპეციალური მანქანა-დანადგარებით, სადაც წარმოება სრული სტანდარტის დაცვით ხდება.
შესაბამისად, როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს წარმადობა ექსპორტის შემთხვევაში 30 ათასი ქილა იქნება, ხოლო ადგილობრივი ბაზრისთვის 6-7 ათასი ქილა.
„ექსპორტზე შემოთავაზება გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან და გერმანიიდან. ასევე გვაქვს მოლაპარაკებები აშშ-ში პოტენციურ პარტნიორებთან. სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დავიწყებთ ექსპორტს. გასაგზავნი გვაქვს ნიმუშები და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სავაჭრო ქსელებთან. ადგილობრივ ბაზარზეც გვაქვს წინსვლა. გვაქვს ჩვენი ნიშა. „მალენტას“ ჟელე-სოუსები პრემიუმ ხაზია, საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქციაა, თუმცა მოთხოვნა და ცნობადობა სწრაფად იზრდება“, - ამბობს მარი კვერნაძე.
„მალენტა“ ჟელე-სოუსების წარმოებაში 100%-ით იმპორტირებულ პროდუქციას იყენებს. ამ დროისთვის საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
14 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“15 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა