ჯანსაღი სნექი ზელატოს • Zellatos რამდენიმე წლის უკან გამოჩნდა და დღეისთვის ბაზარზე 6 გემოთია წარმოდგენილი. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას Zellatos-ს მწარმოებელი კომპანია Foodoliz-ის გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ვახტანგ კეთილაძემ განაცხადა, კომპანია მიმდინარე წელს ასორტიმენტის გაფართოებას არ აპირებს.
„ასორტიმენტის ზრდას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ. მიმდინარე წელს ამ მიმართულებით სიახლეებს არ ვგეგმავთ.
გაყიდვებში კლებაა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ ბაზრის შემცირებაა. შემცირება ჩვენი პროდუქტის ნიშან-თვისებებიდან გამომდინარე არ მომხდარა, რადგანაც თვითონ საერთო ბაზარი შემცირდა და სხვა კომპანიების ბრუნვებიც შემცირებულია“, - აცხადებს ვახტანგ კეთილაძე.
კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელის თქმით, დღეს Zellatos-ს წარმოდგენილია „მაგნიტის“, „კარფურის“, „ნიკორას“, „დეილის“ და თითქმის ყველა სუპერმარკეტის ქსელში. თუმცა სარეალიზაციო არეალის გაფართოებაზე Foodoliz-ი ინტენსიურად მუშაობს.
Foodoliz-ის წარმომადგენლის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა Zellatos-ს საექსპორტო ბაზრებზე გასვლაზე.
„ექსპორტზე ვმუშაობთ. ველაპარაკებით მეზობელ ბაზრებს აზერბაიჯანს და სომხეთს“, - აღნიშნა Foodoliz-ის გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელმა.
Foodoliz-ი პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოში აწარმოებს ყველის სმუსნებს უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებით. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. კომპანია დაარსდა 2018 წელს საქართველოში და მისი საქმიანობის სფეროს სხვადასხვა სახის სანელებლებით შეზავებული მარილიანი ყველის “სმუსნების” დამზადება Წარმოადგენს.
უახლესი
6 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო7 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა7 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე