დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ზარბაზანის“ ახალი მიმართულება - კომპანია  სასტუმროებს ჰიგიენური საშუალებებითა და დისპენსერებით ამარაგებს

„ზარბაზანის“ ახალი მიმართულება - კომპანია სასტუმროებს ჰიგიენური საშუალებებითა და დისპენსერებით ამარაგებს

03-10-2023 13:00:56

Zarbazani Wine & Beauty · ზარბაზანი  წარმოების მასშტაბს ზრდის და სასტუმროების სეგმენტთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს.

ეს არის ,,ზარბაზანის“ ეკომეგობრული მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის ჰიგიენური საშუალებების წარმოებას დისპანსერებით, როგორიცაა შამპუნი, კონდიციონერი, შხაპის გელი, თხევადი საპონი და ტანის ლოსიონი.

როგორც ,,ზარბაზანის“ კომერციული პარტნიორი და დირექტორი ნანა დავითაძე Businee Insider Georgia -თან ამბობს, სასტუმროებთან თანამშრომლობა ჩვენი ახალი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც სასტუმროებს ჰიგიენური საშუალებებით და დისპენსერებით ვამარაგებთ.

ამ დროისთვის ჩვენი პარტნიორია 40-მდე სასტუმრო. ჩვენთან თანამშრომლობა ქართული სასტუმროებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია, რადგან მაღალი ხარისხის ქართულ პროდუქტს მისაღებ ფასად და უმოკლეს ვადაში იღებენ. არ სჭირდებათ წინასწარი შესყიდვები, მარაგები, დასაწყობება და, რაც მთავარია, ჩვენ ვაწვდით ღვინის კოსმეტიკას ღვინის სამშობლოდან. ა

მით შევძელით, კარგად აგვეწყო ფეხი მსოფლიო ტრენდისთვის, ვინაიდან ახლა უკვე ყველა სასტუმრო გადადის დისპენსერებზე, პატარა ბოთლები, რომელიც სასტუმროებში ადრე იყო, არაეკოლოგიურად ითვლება. ჩვენ უფრო მანამდეც დავიწყეთ ამ მიმართულებით განვითარება.  ამიტომ ვიდრე საქართველოს სასტუმროებში სიახლე დაინერგებოდა, თანამშრომლობისთვის უკვე მზად ვიყავით“, - აცხადებს ნანა დავითაძე.

გარდა ამისა, როგორც ,,ზარბაზანის“ კომერციული პარტნიორი და დირექტორი აღნიშნავს, ამ დროისთვის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება 200-ზე მეტ ობიექტში. მათ შორის, აფთიაქებში, სასტუმროებში, სპა ცენტრებში.

განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა თბილისის აეროპორტის დუთი-ფრი.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ Zarbazani” გთავაზობთ საქართველოში დამზადებული, 100 %-ით ნატურალური ღვინის კოსმეტიკას - პრემიუმ ხარისხის თმის და კანის მოვლის საშუალებებს. კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა.

საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები