დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
WSJ: აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი COVID-19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიას სავარაუდოდ მიიჩნევს

WSJ: აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი COVID-19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიას სავარაუდოდ მიიჩნევს

27-02-2023 09:53:20

მსოფლიოში COVID-19 პანდემია, ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგად მოხდა. ამ დასკვნამდე მივიდა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებაა, რომლებიც აშშ-ს დაზვერვის საიდუმლო მოხსენების შინაარსს გაეცვნენ.

გამოცემა წერს, რომ კორონავირუსის ლაბორატორიული წარმოშობის ვერსიას ადრე მხოლოდ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) უჭერდა მხარს. სხვა ამერიკული სააგენტოები არ იზიარებდნენ ეჭვს. ახლა იგივე დასკვნამდე მივიდა ენერგეტიკის სამინისტრო.

გამოცემის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად პოზიციების დამთხვევისა, ენერგეტიკის სამინისტრო და FBI გაჟონვის ვერსიამდე სხვადასხვა მიზეზით მივიდნენ.

ამავდროულად, აშშ-ს დაზვერვა იხრება იმ ვერსიისკენ, რომ ვირუსმა გავრცელება ინფიცირებული ცხოველისგან დაიწყო.

2021 წლის ანგარიშში კონკრეტულად ნათქვამია, რომ ჩინეთს ვირუსი, როგორც ბიოიარაღი, არ განუვითარებია. მოხსენების ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ლაბორატორიიდან გაჟონვის შემთხვევაშიც კი, უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა, საიდანაც ინფექცია გავრცელდა, ამის შესახებ არ იცოდნენ.

ლაბორატორიის თანამშრომლებმა COVID-19-ის შესწავლა ეპიდემიის გავრცელების შემდეგ დაიწყეს.

ვირუსის წარმოშობა ასევე გამოიკვლია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO). თებერვლის შუა რიცხვებში კვლევის მეორე ეტაპი ჩინეთში მონაცემთა შეგროვებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეჩერდა.

COVID-19-ის პირველი შემთხვევა 2019 წლის ბოლოს ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა, რის შემდეგაც ის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

2020 წლის 11 მარტს ჯანმო-მ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

2021 წელს ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ვიზიტის შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ლაბორატორიიდან COVID-19-ის გაჟონვა „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა".

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დაავადება ადამიანებს ღამურებიდან გადაეცემა.

სერიოზული კრიტიკის შემდეგ, მათ შორის კოლეგებისგან, ჯანმო-ს ხელმძღვანელმა აღიარა, რომ  ლაბორატორიული გაჟონვის გამორიცხვა ნაადრევი იყო.

ჩინეთმა არაერთხელ უწოდა ვუჰანის ლაბორატორიიდან COVID-19-ის გავრცელების ვარაუდს „უსაფუძვლო“ და ამტკიცებდა, რომ ვირუსი წარმოიშვა შეერთებულ შტატებში, სადაც ასევე იკვლევდნენ კორონავირუსს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მთელ მსოფლიოში COVID-19 თითქმის 700 მილიონ ადამიანს  გამოუვლინდა.

მთელს მსოფლიოში დაღუპულთა რიცხვი შვიდ მილიონს უახლოვდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები