ქუთაისი-გერმანიის მიმართულებით პირდაპირი ფრენების რაოდენობა გაიზრდება, ფეხბურთისმოყვარულები უპრობლემოდ შეძლებენ საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასწრებას.
ქუთაისი, 2024 წლის 11 მაისი – ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადიავიაკომპანია, Wizz Air, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, ქუთაისიდან გერმანიის იმ ქალაქებისმიმართულებით, სადაც საქართველოს ნაკრების თამაშები გაიმართება, სპეციალურ ფრენებსგანახორციელებს.
Wizz Air-ის რეგულარული რეისების გარდა, 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩანიშნა. ქართველი გულშემატკივრები სასურველ დროს შეძლებენ გამგზავრებასა და ეროვნული გუნდის მხარდაჭერას. ფრენების ეს განრიგი ფანტასტიკურ შესაძლებლობას აძლევს ქართული ფეხბურთის მოყვარულებსა და ერთგულ ქომაგებს, რომ ადგილზე უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს და მათთან ერთად გაიზიარონ ის მღელვარება, რომელიც თან ახლავს თითოეულ თამაშს.
ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გუნდს EURO2024-ზე, შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები ფიქსირებული ფასით, Wizz Air-ის ვებსაიტისა და ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით.
Wizz Air-ის კომუნიკაციების მენეჯერი, ჟაჟა ტრუბეკი:
„საქართველოს ნაკრების მონაწილეობა ევრო 2024-ზე მართლაც დიდი მიღწევაა, ვულოცავ გუნდს ამ წარმატებას! ეს არის ისტორიული მომენტი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის, სწორედ ამიტომ, Wizz Air-ს სურდა ყოფილიყო ამ გამარჯვების ნაწილი. ფრენების განრიგის ადაპტირებით მატჩების თარიღების შესაბამისად, ჩვენი მიზანია, საშუალება მივცეთ ქართული ფეხბურთის ქომაგებს, გაემგზავრონ გერმანიაში და ადგილზე უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს. Wizz Air ამატებს სპეციალურ ფრენებს ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, რაც უზრუნველყოფს კიდევ უფრო დიდ ხელმისაწვდომობას და კომფორტს მოგზაურობისთვის. ფრენების ახალი განრიგით გულშემატკივრები უპრობლემოდ შეძლებენ თამაშზე დასწრებასა და სასურველ დროს საქართველოში დაბრუნებას.”
საქართველო EURO24 (KUT) |
|
ფრენა |
ფასი |
18 ივნისი, ქუთაისი-დორტმუნდი; 06:55-09:30 |
219 ევრო |
19 ივნისი, დორტმუნდი-ქუთაისი; 10:15-16:30 |
219 ევრო |
22 ივნისი, ქუთაისი-ჰამბურგი; 06:55-09:30 |
219 ევრო |
23 ივნისი, ჰამბურგი-ქუთაისი; 10:15-16:25 |
219 ევრო |
26 ივნისი, ქუთაისი-დორტმუნდი; 06:55-09:30 |
219 ევრო |
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 207 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 27.1 მილიონი მგზავრისთვის F22 ფინანსურ წელს, რომელიც მთავრდება 2022 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. Wizz Air-ი ATW-ის მიერ 2020 წელს, ხოლო ATA-ის მიერ 2019 და 2023 წლებში დასახელდა „წლის ავიაკომპანიად“. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი