დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვცდილობთ განვახორციელოთ ისეთი მასშტაბის პროექტები, რომლებიც შექმნის მეტ სამუშაო სივრცეს და გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკას - VR Holding

ვცდილობთ განვახორციელოთ ისეთი მასშტაბის პროექტები, რომლებიც შექმნის მეტ სამუშაო სივრცეს და გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკას - VR Holding

01-09-2024 10:26:00

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მწვანე განაშენიანება, ყველა პროექტში ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის სიმწვანე, რაც აქვს ტერიტორიას, - ამბობს Business Insider Georgia-სთან VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერი მანანიკო ნამორაძე.

მისი თქმით, კომპანია ასევე აქტიურად ცდილობს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც შექმნიან მეტ სამუშაო სივრცეს და ახალი მიზიდულობის ადგილებს.

„VR Holding არის ის დეველოპერული კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მასშტაბზე, ჩვენთვის ისეთი ადგილებია მიმზიდველი სადაც შეგვიძლია, რომ გრანდიოზული კომპლექსების მშენებლობა დავიწყოთ. ამ წინადადებას ადასტურებს ჩვენი პროექტი „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“, რომელიც 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული, გარდა ამისა VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-იც 40 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენდება. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მწვანე განაშენიანება, ყველა ჩვენს პროექტში ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის სიმწვანე, რაც აქვს ტერიტორიას .

მაგალითად, პროექტ „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ შემთხვევაში 12 ჰექტარი მთლიანად ეთმობა გამწვანებას, მშენებლობისთვის მხოლოდ 8 ჰექტარი გვაქვს გამოყენებული. VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph- ის შემთხვევაში არსებული ტყე სრულად შენარჩუნდება. პროექტი მთლიანად მორგებულია ადგილმდებარეობას და ისე განვავითარებთ, რომ არ დავაზიანოთ ადგილზე არსებული რეკრეაცია. ჩვენ ასევე ვცდილობთ განვახორციელოთ ისეთი მასშტაბის პროექტები, რომლებიც შექმნიან მეტ სამუშაო სივრცეს, ახალ მიზიდულობის ადგილებს, და გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკას.

ასევე, ჩვენი ახალი პროექტი VR VAKE SKYVIEW TOWER, რომელიც ყველაზე მაღალი შენობა იქნება რეგიონში კიდევ, დამატებით ახალ დანიშნულების წერტილს შესძენს თბილისს. ყოველივე ამაზე დაყრდნობით, ჩვენი ძირითადი მიმართულებებია მასშტაბური პროექტები, ინოვაციური პროექტები, მწვანე განაშენიანება, ახალი მიზიდულობის ადგილების შექმნა და წვლილის შეტანა ეკონომიკის განვითარებაში“, - განმარტავს მანანიკო ნამორაძე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები