დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ვისოლმა“ უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო, სადაც ერთგული მომხმარებელი საწვავის ჩამსხმელ ოპერატორთან ერთად იგებს

„ვისოლმა“ უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო, სადაც ერთგული მომხმარებელი საწვავის ჩამსხმელ ოპერატორთან ერთად იგებს

03-10-2023 16:44:01

1 ოქტომბიდან „ვისოლმა“ ერთგული მომხმარებლის წასახალისებლად ახალი ლოიალობის სისტემით  უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო. მომენტალური გათამაშების ფარგლებში მოგების შანსი აქვს როგორც ერთგულ მომხმარებელს, რომელიც „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 50 ლარის და მეტი ღირებულების ნებისმიერი ტიპის (ბენზინისა და დიზელის) საწვავს შეიძებს, ისე ჩამსხმელ ოპერატორს, რომელიც იღბლიანი ტრანზაქციისას მოემსახურება მომხმარებელს. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება მომენტალურად,  შემთხვევითობის პრინციპით, საწვავის შეძენისა და ლოიალობის სისტემის აპლიკაციის/ბარათის გატარებისთანავე. გამარჯვებული მომხმარებლისა და ჩამსხმელი ოპერატორის პრიზებიც იდენტურია. შესაბმისად, „ვისოლის“ გათამაშებას ყოველ ჯერზე  ორი გამარჯვებული ყავს. 
BMW 2023, IPhone 14 Pro, MacBook Air, Airpods pro და 1000, 200, 100, 50 ბონუს ქულა (1 ქულა = 1 ლარს) გათამაშების პრიზებია. მოგების შესახებ ინფორმაციას კი მომხმარებელი მომენტალურად მიიღებს SMS შეტყობინების სახით. საწვავის ჩამსხმელი ოპერატორიც ტრანზაქციისასვე შეიტყობს გამარჯვებას. 
„ვისოლს“ - შესვენების და შევსების ერთადერთ კომპანიას საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს გზად საჭირო ყველა სერვისს და პროდუქტს, განსაკუთრებულად ერთგული მომხმარებელი ყავს. იმისათვის, რომ მათთვის „კეთილი მგზავრობა“ ეკონოიურადაც საგრძნობი ყოფილიყო,  ლოიალობის სისტემა შევქმენით. უპრეცედენტო გათამაშებით კი მათ არა მხოლოდ ყველაზე დიდი ფასდაკლების მიღების შესაძლებლობა აქვთ საწვავზე, არამედ მოგების ბედნიერების გაზიარება მომსახურე ჩამსხმელ ოპერატორთან ერთად შეუძლია, რაც გამარჯვებას კიდევ უფრო ემოციურს ხდის.“, - აცხადებს „ვისოლისა“ მარკეტინგის დირექტორი სალომე გველესიანი.
უპრეცედენტო გათამაშება „ვისოლის“ ახალი ლოიალობის სისტემის მომხმარებელთა წასახალისებლად დაიგეგმა და მათ სატელეფონო აპლიკაციის თუ ბარათის საშუალებით დღეს არა მხოლოდ მომენტალური 15 თეთრი ფასდაკლების მიღება შეიუძლიათ თითოეულ ლიტრ საწვავზე, არამედ გათამაშებაში გამარჯვების რეალური შანსი აქვთ. „ვისოლში“, „სმარტსა“ და „ვინტოში“ განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით ლოიალობის სისტემით საწვავზე 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაც შესაძლებელია. დამატებით მომხმარებელს სამივე ბრენდში გადახდილი თანხის 1% ქულების სახით  ერიცხება. ქულების დახარჯვა კი როგორც „ვისოლის”, ისე “სმარტისა” და  “ვინტოს” ობიექტებში შეიძლება. 
„თანამშრომელთა მოტივაცია „ვისოლის“ ყოველდღიური საზრუნავია. მოხარული ვართ, რომ საწვავის ჩამსხმელ ოპერატორებს, რომლებიც ყველაზე რთულ, ცვალებად გარემოსა და ამინდში, ემსახურებიან ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელს და „კეთილ მგზავრობას“ უსურვებენ  მათ, საშუალება აქვთ თავადაც იყვნენ წამახალისებელი გათამაშების მონაწილენი. გამარჯვების სიხარულის გაზიარება ერთგულ მომხმარებელთან ერთად მათთვის ასე უფრო მძაფრი და ემოციური იქნება. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი ძალისხმევა ადამიანური რესურსების მოზიდვასა და მათ მოტივაციაში დაგვეხმარება“ აცხადებს „ვისოლის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი  თიკა ქერაშვილი. 
 „ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე 23 წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდგომ განვითარებას ბრენდის განახლებული სტრატეგიით განაგრძობს და მომხმარებელს საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილებას გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, ახალი დიზაინ კონცეფციით, ლოიალობის სრულყოფილი სისტემით და სათქმელით - „კეთილი მგზავრობა“ - უქმნის. 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები