„ვისოლის“ მხარდაჭერით გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
დღეს, ამ რეკორდის აღსანიშნავად სასტუმრო „პულმანში“ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მსოფლიო რეკორდსმენმა შესაძლებლობებითა და წინააღმდეგობებით სავსე გზა შეაფასა და საზოგადოებას ახალი გეგმები გააცნო.
გიორგი გახელაძე 2017 წლიდან დღემდე საქართველოს ენდურო ჩემპიონატების დაუმარცხებელი ჩემპიონია. „ვისოლი“ კი გიორგი გახელაძის ექსტრემალური თავგადასავლების ტრადიციული მხარდამჭერი.
23 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც წყალზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გიორგიმ ენდუროს ტიპის სპეციალურად აღჭურვილი მოტოთი ქობულეთის ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპიროდან ფოთში, მალთაყვას სანაპირომდე 100 კილომეტრამდე საათი სიჩქარით 33 კილომეტრი 33 წუთში გაიარა, ავსტრალიელი რაიდერის რობი მედისონის შედეგი გააუმჯობესა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სიმბოლურია, რომ გიორგი გახელაძე ასპარეზობებში 33 ნომრით იღებს ყოიველთვის მონაწილეობას.
2023 წლის საუკეთესო მოტოსპორტსმენმა საქართველოში პირველად “თბილისის ზღვა“ 80 კილომეტრ საათი სიჩქარით 2023 წლის მაისში გადაკვეთა და მსოფლიოს სამ რაიდერს შორის მოხვდა, რომლთაც წყალზე შორი მანძილი დაფარეს.
„შავი ზღვის“ 35 მეტრ სიღრმემდე წყალზე გიორგიმ პირველივე ცდაზე გაიარა და მიზნად ახალი მწვერვალების დაპყრობა დაისახა.
უახლესი