დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვირის რძეზე მოთხოვნა 200%-ითაა გაზრდილი - „სახედარი“

ვირის რძეზე მოთხოვნა 200%-ითაა გაზრდილი - „სახედარი“

15-08-2024 10:00:00

Business Insider Georgia-სთან ვირის რძის მწარმოებელი ფერმის „სახე-დარის“ დამფუძნებელმა, თემურ ლომიძემ განაცხადა, რომ რომ ვირის რძეზე მოთხოვნა 200%-ით არის გაზრდილი. 

„გავზარდეთ წარმადობა, დღეში 15 ლიტრ რძეს ვაწარმოებთ. ფერმაში 120 სახედარი გვყავს. ადგილობრივ ბაზარზე დღეისათვის 1 ლიტრი ვირის რძე 80 ლარი ღირს“, - ამბობს მეწარმე.

როგორც თემურ ლომიძე ამბობს, ვირის შენახვის ხარჯი გაიზარდა და შესაბამისად გაძვირდა ვირის რძეც.

იმავდროულად, „სახე-დარი“ გეგმავს ასევე სახედრის რძისგან საკვების დანამატები დაამზადოს და ისე გაყიდოს. 

„რამდენიმე ხნის უკან ჩვენ „ბაქტერიოფაგში“ დავამზადეთ ფხვნილი. ანუ შეგაქვს თხევადი რძე, რომელიც იყინება და ვაკუუმით +18 გრადუსზე ყველანაირი შრატი და სითხე ორთქლდება და რჩება ფხვნილი. აღნიშნული ფხვნილისგან მზადდებოდა ვირის რძის ფხვნილი, მაგრამ ახლა გვინდა, რომ ეს მიღებული ფხვნილი ვაქციოთ აბებად და ისე გავიტანოთ ქსელში. ეს იქნება საკვები დანამატი და მას ანალოგი არ ექნება. მინდა, რომ მასზე წვდომა ჰქონდეს ყველას“, - აცხადებს ვირის რძის მწარმოებელი ფერმის „სახე-დარის“ დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, ვირების ფერმა „სახე-დარი“ გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში 20-30 ჰა ტერიტორიაზე 2016 წელს დაფუძნდა და წლიურად 700-800 ლიტრ ვირის რძეს აწარმოებდა. ფერმაში სამი ძირითადი მიმართულებაა - კოსმეტიკური, ჯანმრთელობის და კვების.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები