დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვენაში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საჯარო ფინანსების მართვის სფეროში პრაქტიკოსთა ურთიერთთანამშრომლობის ქსელის (PEMPAL) გაერთიანებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

ვენაში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საჯარო ფინანსების მართვის სფეროში პრაქტიკოსთა ურთიერთთანამშრომლობის ქსელის (PEMPAL) გაერთიანებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

26-03-2025 16:47:00

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დაესწრო საჯარო ფინანსების მართვის სფეროში პრაქტიკოსთა ურთიერთთანამშრომლობის ქსელის (PEMPAL) გაერთიანებულ შეხვედრასთემაზე: „საჯარო ფინანსების მართვის სამომავლო პერსპექტივები თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე ინოვაციური გადაწყვეტა".

შეხვედრა მსოფლიო ბანკის, PEMPAL-ის ახალი პროგრამის არსებული და პოტენციური დონორებისმასპინძელი ავსტრიის ფინანსთა სამინისტროსმოწვეული ექსპერტების და მსოფლიოს 30 ქვეყნის,მათ შორის, PEMPAL-ის 21 წევრი ქვეყნის 200-მდე წარმომადგენლის მონაწილეობით გაიმართა მიმდინარე წლის 25 მარტს ავსტრიაშივენაში.

პანელურ განხილვაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ მოლდოვისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ფინანსთა მინისტრებიასევე ყირგიზეთისრუმინეთისბოსნია და ჰერცოგოვინასტაჯიკეთისა და სერბეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეები.

პანელის ძირითადი განსახილველი საკითხები ეხებოდა საჯარო ფინანსების მართვის თანამედროვე გამოწვევებს და ამ გამოწვევების საპასუხოდ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებს PEMPAL-ის ქსელის ფარგლებში.

ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის დანერგვის მიმართულებით არსებულ მიღწევებზერომელიც დასტურდება არაერთი საერთაშორისო შეფასებითა და რეიტინგებითისაუბრა თანამედროვე გამოწვევებზემათ შორისციფრული ტექნოლოგიების როლზე საჯარო ფინანსების მართვის სფეროშიასევე PEMPAL-ის ქსელის მნიშვნელობაზე გლობალური გამოწვევების საპასუხო მექანიზმების დანერგვაში.

PEMPAL-ის ქსელი თანამშრომლობს თემატური მიმართულებითბიუჯეტირებახაზინა და შიდააუდიტი და შიდა კონტროლიაღნიშნული მიმართულებებით შექმნილი საორგანიზაციო და თემატური კომიტეტების ფარგლებში წარმოდგენილი არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტისშიდა კონტროლის დეპარტამენტის და სახაზინო სამსახურის წარმომადგენლები.

იხ.ვრცლადhttps://www.pempal.org/events/future-pfm-strategic-alignment-and-innovative-solutions?fbclid=IwY2xjawJQ0mFleHRuA2FlbQIxMAABHRGyJHDtxqUuX1lxUOtAIuxnhRiEhDUJTAAPwDCrxhy3472j57JvpkTLgw_aem_UPBk4pWTMKHg2yuoTYBp8A

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები