ღვინის საწარმო ,,ველუელა“ ასორტიმენტს აფართოებს და ახალი ღვინის ჩამოსხმას გეგმავს. ამის შესახებ Business Insider Georgia - ს კომპანიის ბრენდის მენეჯერმა ნინო მღებრიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ახალი გემო აპრილის თვიდან იქნება ხელმისაწვდომი.
„ველოდებით ეხლა ახალი ღვინის ჩამოსხმას. რაჭული თეთრა გვექნება ნახევრად ტკბილი. ეხლა მუშავდება ღვინო და სავარაუდოდ გაზაფხულისთვს, აპრილიდან უკვე გვექნება 1.5 ლიტრიან ბოთლებში. დასაწყისში გვქონდა რაჭული თეთრა ნახევრად ტკბილი, როდესაც ვიწყებდით ოპერირებას და ძალიან დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა მომხმარებლების მხრიდან და ისევ ვიმეორებთ “, - ამბობს კომპანიის ბრენდის მენეჯერი ნინო მღებრიშვილი.
ამჟამად „ველეულა“ - ს ბრენდის ქვეშ 10 სახეობის, როგორც წითელი, ასევე თეთრ ღვინო იწარმოება.
„ახლა გვაქვს ველეულას ბრენდით 1.5 ლიტრიან ბოთლებში 10 სახეობის, როგორც წითელი ასევე თეთრი ღვინოები, რომელიც ძირითადად, რაჭული და დასავლური ჯიშებისგან არის დამზადებული. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება არის, რომ მომხმარებელს სხვადასხვა ჯიშისგან დამზადებული „ბლენდი“ შევთავაზოთ, რომელსაც ძალიან დიდი მოწონება აქვს“, - აცხადებს კომპანიის ბრენდის მენეჯერი ნინო მღებრიშვილი.
კომპანიის პროდუქციისადმი ინტერესი და მოთხოვნა მზარდია.
„დაინტერესება და მოთხოვნა არის. რაჭა ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ ყველაფერში, რომ რაჭული არის და თან არის ჩვენი საკუთარი ვენახების. ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს, პლუს ამას რომ არის 1.5 ლიტრიან ბოთლებში, არის ხარისხიანი და კარგი ღვინო. გარდა ამისა, ფასის კატეგორიაში ძალიან ხელმისაწვდომია. გვაქვს ადგილზე მიწოდების სერვისიც. ამან ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია და მზარდი და მრავალფეროვანი არის ჩვენი აუდიტორია. ქალები, მამაკაცები ახალგაზრდები, უცხოელები, ძალიან მრავალფეროვანი აუდიტორია გვყავს ამ მხრივ “, - აღნიშნავს კომპანიის ბრენდის მენეჯერი ნინო მღებრიშვილი.
„ველეულა“ სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს და ასევე ცდილობს რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ბაზარი მოიცვას.
„ჩვენ საექსპორტო ხაზი 750 მლ-იანი სტანდარტულ ბოთლებში გვაქვს. „ენშენთ ველის“ ბრენდით გადის. აი ახლა ზუსტად მზადდება ამერიკაში გასაგზავნი საექსპორტო პარტია. გარდა ამისა, ევროპის ბევრ ქვეყანაში ვართ, ასევე ინგლისში ვართ შესულები და ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მეტი ამერიკის და დასავლეთის ბაზარი მოვიცვათ.
2025 -ში ისევ გავაგრძელებთ რაც შეიძლება ბევრ ფესტივალზე და გამოფენაზე მონაწილეობას, რადგან „ველეულა“ ონლაინ იყიდება ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ვცდილობთ და გვინდა, რომ გავაკეთოთ, ადგილი სადაც თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო პარასკევს ადამიანები შეძლებენ მოსვლას და ღვინის დაგემოვნებას, რადგან ძალიან ხშირად გვეკითხებიან თუ სად შეიძლება დაგემოვნება. აი ასეთი „სფოთი“, პატარა ადგილის გაკეთება გვინდა. სოციალურ ქსელებში ვცდილობთ, რომ ყველა პლატფორმა მოვიცვათ. ახლა ფეისბუქზე და ინსტაგრამზე ვართ. გარდა ამისა, ძალიან ვცდილობთ და გვინდა ტიკ-ტოკზე გადასვლაც, რათა ტიკ-ტოკის აუდიტორიაც მოვიცავთ “, - განმარტავს კომპანიის ბრენდის მენეჯერი ნინო მღებრიშვილი.
კომპანია ,,ველეულა" ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. “ველეულა” - MADE IN RACHA, მაღალი სტანდარტით დამზადებული სასმელი!
უახლესი
25 წუთის წინ
ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია - ასომთავარი