დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვაკის და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება - ,,თბილისი ენერჯი"

ვაკის და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება - ,,თბილისი ენერჯი"

11-02-2025 09:55:00

თბილისში, ვაკის და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ,,თბილისი ენერჯის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.

დღეს, დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება.

გთხოვთ, გაზის ონკანები გადაკეტეთ თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის, რაც ასევე საგრძნობლად შეამცირებს ჩართვის დროს“, - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ კვირას ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო, თბილისში ვაკის და საბურთალოს რაიონებში გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა 150 000 -მდე აბონენტს.

როგორც მაშინ ,,თბილისი ენერჯიში" განაცხადეს, 500 მმ - იანი ცენტრალური გაზსადენი ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ მესამე პირის მიერ დაზიანდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები