დეველოპერული კომპანია VR Holding-ი, რომელიც 2010 წელს ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა, დღეისათვის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და ერთ-ერთი წამყვანი უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც ქართულ ბაზარზე სამშენებლო ინდუსტრიაში ერთ-ერთმა პირველმა დანერგა უმაღლესი სტანდარტი. ამ დროისათვის კომპანია სათავეში უდგას ისეთ მიმდინარე პროექტებს, როგორიცაა VR KRTSANISI RESORT RESIDENCE, VR SHEKVETILI FOREST〜BEACH | BY PARAGRAPH, VR VAKE SKYVIEW TOWER და „როიალ თაუნჰაუსი“.
რა ეტაპზეა დღეისათვის VR Holding-ის მიერ დაწყებული პროექტები და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები, დეტალებზე Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერმა მანანიკო ნამორაძემ ისაუბრა.
- როგორია დღეისათვის VR Holding-ის საინვესტიციო პორტფელი და მთლიანობაში რამდენი განხორციელებული და მიმდინარე პროექტია კომპანიის ბალანსზე? ასევე საინტერესოა მიმდინარე პროექტის მასშტაბები და დასრულების ვადები?
- VR Holding არის კომპანია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე მიმდინარე და დასრულებულ პროექტს. პირველი პროექტი რომლითაც VR Holding-მა ბაზარზე საქმიანობა დაიწყო არის „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“. ეს არის გამორჩეული პროექტი, რადგან პირველი რესორტული ტიპის დასახლებაა თბილისის ყველაზე დიპლომატიურ უბანში, კრწანისში. ეს არის პროექტი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია გაერთიანებული. ეს არის პროექტი, რომელიც პირდაპირ ასახავს პრემიუმ ხარისხს, როგორც სამშენებლო, ისე ინფრასტრუქტურულ ნაწილში. ეს არის პროექტი, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი და ინოვაციური ინფრასტრუქტურით. მხოლოდ „კრწანისი რესორტ რეზიდენსში“ არის 45 მეტრიანი აუზი ქვიშის სანაპიროთი და ზღვის ტალღების იმიტაციით. მხოლოდ ჩვენთან არის ამდენი სპორტულ მოედანი და რეკრეაციული სივრცე. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი რესორტული ტიპისაა მცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ჩვენი სერვისებით სახლიდან გაუსვლელად.
„როიალ თაუნჰაუსები“ იმ ადამიანებისთვის არის გათვლილი ვისაც უნდა, რომ იცხოვროს ერთ დიდ კომპლექსში, მაგრამ ამავდროულად ჰქონდეს საკუთარი გამოყოფილი სივრცე. „როიალ თაუნჰაუსში“ მცხოვრები ადამიანები ისარგებლებენ ყველა იმ სერვისითა და ინფრასტრუქტურით, რომელსაც სთავაზობს „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“, რადგან „როიალ თაუნჰაუსები“ სწორედ „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ტერიტორიაზეა განლაგებული.
გარდა ამისა, გასულ წელს დავიწყეთ უკვე ჩვენი ახალი პროექტის VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph -ის გაყიდვები. VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph დანიშნულების ახალი ადგილია შავიზღვისპირეთში, რომელიც ოთხივე სეზონის აქტიური ცხოვრებისთვისაა გათვლილი. პროექტი სასტუმრო პარაგრაფის მომიჯნავედ 40 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება. ინოვაციური და მრავალფუნქციური პროექტისთვის ლოკაცია გამორჩეული ბუნებრივი მახასიათებლების გამო შეირჩა: გამაჯანსაღებელი მაგნიტური ქვიშა, ნოტიო სუბტროპიკული და იონიზირებული ჰავა; მრავალწლოვანი ბიჭვინთის ფიჭვნარი და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მაგნიტური სანაპირო, ზღვის სუფთა წყალი. ეს არის საცხოვრებელი ადგილი, რომელიც მომავალი მობინადრეების ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. პროექტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის საცხოვრებლებს, ლიმიტირებული ოდენობის პრემიუმ ხარისხის ვილებს, 5-ვარსკვლავიან საცხოვრებლებსა და სასტუმროს, ინოვაციურ აუზებს, სპასა და ველნეს ცენტრს, ავთენტურ და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ რესტორნებს, ღია და დახურულ სპორტულ მოედნებს,გასართობ და რეკრეაციულ სივრცეებს.
მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სპა სერვისებით, ფიტნეს ცენტრებითა და გამაჯანსაღებელი პროგრამებით, რათა შეძლონ ტერიტორიაზე დასვენება. აპარტამენტები ბარდება უმაღლესი ხარისხის რემონტით, რომელიც მოიცავს ავეჯსა და ტექნიკას, პროექტი დასრულდება 2026 წლის აგვისტოში.
მინდა დავამატო, რომ VR Holding-სა და ტურიზმის განვითარების ფონდს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რის მიხედვითაც ტურიზმის განვითარების ფონდი ჩართული იქნება პროექტ VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ის განვითარების პროცესში, რათა პროექტი განხორციელდეს პარაგრაფის მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ VR Holding აერთიანებს მასშტაბურ პროექტებს, რომელზეც მოთხოვნა არა და არ წყდება, პირიქით რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტად იმატებს, რადგან VR Holding არის ის დეველოპერული კომპანია, რომელიც ასრულებს თავის პირობას და ახორციელებს განსაკუთრებულ, ინოვაციურ და ქვეყნისთვის სასიკეთო პროექტებს.
ჩვენი პროექტების მცხოვრებლები დამიდასტურებენ, რომ ჩვენ პროექტებში ცხოვრება ერთი დიდი სიამოვნებაა, რადგან ყველა პროექტი ემსახურება ჩვენ მცხოვრებლებზე ზრუნვასა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნას. შესაბამისად, როდესაც დეველოპერული კომპანია ზრუნავს და ითვალისწინებს მცხოვრებლების სურვილებს მის მიმართ ინტერესი არასდროს გაქრება. ჩვენი პროექტის მცხოვრებლები არამხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელებიც არიან, რაც ნიშნავს იმას რომ VR Holding-ის მიმართ ინტერესი, სცდება ქვეყნის საზღვრებს, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა.
- რა ტიპის პროექტების განხორციელებითაა კომპანია დაინტერესებული და რა ადგილი ეთმობა მწვანე განაშენიანებას?
- VR Holding არის ის დეველოპერული კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მასშტაბზე, ჩვენთვის ისეთი ადგილებია მიმზიდველი სადაც შეგვიძლია, რომ გრანდიოზული კომპლექსების მშენებლობა დავიწყოთ. ამ წინადადებას ადასტურებს ჩვენი პროექტი „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“, რომელიც 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული, გარდა ამისა VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-იც 40 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენდება. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მწვანე განაშენიანება, ყველა ჩვენს პროექტში ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის სიმწვანე, რაც აქვს ტერიტორიას .
მაგალითად, პროექტ „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ შემთხვევაში 12 ჰექტარი მთლიანად ეთმობა გამწვანებას, მშენებლობისთვის მხოლოდ 8 ჰექტარი გვაქვს გამოყენებული. VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph- ის შემთხვევაში არსებული ტყე სრულად შენარჩუნდება. პროექტი მთლიანად მორგებულია ადგილმდებარეობას და ისე განვავითარებთ, რომ არ დავაზიანოთ ადგილზე არსებული რეკრეაცია. ჩვენ ასევე ვცდილობთ განვახორციელოთ ისეთი მასშტაბის პროექტები, რომლებიც შექმნიან მეტ სამუშაო სივრცეს, ახალ მიზიდულობის ადგილებს, და გააუმჯობესებენ ქვეყნის ეკონომიკას.
მაგალითად ჩვენი ახალი პროექტი VR VAKE SKYVIEW TOWER, რომელიც ყველაზე მაღალი შენობა იქნება რეგიონში კიდევ, დამატებით ახალ დანიშნულების წერტილს შესძენს თბილისს. ყოველივე ამაზე დაყრდნობით, ჩვენი ძირითადი მიმართულებებია მასშტაბური პროექტები, ინოვაციური პროექტები, მწვანე განაშენიანება, ახალი მიზიდულობის ადგილების შექმნა და წვლილის შეტანა ეკონომიკის განვითარებაში.
- VR Holding-ის მიმდინარე პროექტებში თუ იგეგმება მაღალი დონის სასტუმროების მოწყობა, რა ბრენდებთან არის უკვე მიღწეული შეთანხმება და როგორია VR Holding-ის ხედვა ქვეყანაში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებისას და რა პერსპექტივებს ხედავს ამ მიმართულებით კომპანია?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ VR Holding ძალიან ჩართული და დაინტერესებულია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებით და ამისთვის, ნამდვილად ყველაფერი კეთდება ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვცდილობთ, რომ მუდმივად შევთავაზოთ ჩვენს მცხოვრებლებს განსხვავებული საცხოვრებელი კომპლექსები. ჩვენს დასრულებულ პროექტებში გვაქვს გათვალისწინებული სასტუმროები, რომლებიც უკვე ფუნქციონირებს, ჩვენს კომპლექსებში ხელს ვუწყობთ long-term სასტუმროების მოწყობას. ჩვენი ახალი პროექტებიც არ იქნება განსხვავებული და ყველა მათგანშიც მოეწყობა სასტუმროები.
მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან. რამდენიმესთან უკვე მოლაპარაკების საბოლოო ეტაპზე ვართ, თუმცა სანამ არ გაფორმდება ჩვენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვფიქრობ, სწორი არ იქნება მათი ვინაობის გაჟღერება. რამდენიმე ისეთ ბრენდზეა საუბარი, რომელიც ჯერ საქართველოში არ შემოსულა და ვფიქრობ, საინტერესო იქნება მათთან ურთიერთობა. ეს ის ბრენდებია, რომლებიც ჩვენი ბრენდისა და ასევე ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაში ძალიან დიდ როლს ითამაშებენ მსოფლიო მასშტაბით, რაც ძალიან მახარებს მე პირადად. დაველოდოთ, ძალიან მალე გაიგებთ ჩვენგან სასიხარულო სიახლეებს.
- რა არის VR Holding-ის პროექტების უპირატესობა, რატომ უნდა მიანიჭოს უპირატესობა გადაუწყვეტელმა მომხმარებელმა კონკურენტების ნაცვლად VR Holding-ის პროექტებს?
- პირველ რიგში, კონკურენტების განვითარება ჩვენთვის სასიხარულოა და წარმატებებს ვუსურვებთ მათ. მაგრამ, სუბიექტურობაში თუ არ ჩამომართმევთ, ვფიქრობ რომ VR Holding არის დღესდღეობით ერთ-ერთი მსხვილი და წამყვანი კომპანია საქართველოს დეველოპერულ სივრცეში, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი საინვესტიციო პორტფოლიო და არსებული პროექტები მოიცავს ქალაქის მასშტაბით საუკეთესო ლოკაციებს. გარდა ამისა, ყველა ჩვენი პროექტი არის უნიკალური, განსხვავებული და ინოვაციური. მოცემული პროექტები გამორჩეულ და დასამახსოვრებელ სტილს ქმნიან არქიტექტურაში და ასევე გამორჩეულები არიან თავისი კონცეფციითაც. ყველა პროექტშია გათვალისწინებული ის ნიშა, რომელსაც ატარებს კომპანია დაარსების დღიდან.
ყველა პროექტშია გათვალისწინებული სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, უამრავი რეკრეაციული ზონა და ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ყველაფერი, რაც მცხოვრებელს დაუკმაყოფილებს სურვილებს. VR Holding-ი არის ბრენდი, რომელსაც კარგად იცნობენ და ენდობიან მის ხარისხს, უყურებენ მის განვითარებასა და წინსვლას უკვე წლებია. შესაბამისად, VR Holding-ის პროექტებს აქვს იმდენი უპირატესი ნიშანი, რომ როდესაც მომხმარებელს პრემიუმ პროექტში უნდა ბინის შეძენა, არა მგონია, რომ სხვა პროექტი არჩიოს, როცა დეტალურად გაეცნობა და ნახავს იმ პროდუქტს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ.
- როგორია VR Holding-ის სამომავლო გეგმები, სად რა რა ტიპის პროექტს განხორციელებას გეგმავს კომპანია?
- მოცემულ მომენტს გამოვიყენებ და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას ჩვენი მიმდინარე პროექტის შესახებ, რომლის გაყიდვებიც ახლა იწყება, თუმცა ამ პროექტს ძალიან დიდი მომლოდინეთა სია ჰყავს, რომლებიც ელოდებიან სწორედ გაყიდვების დაწყებას. VR Holding განაგრძობს ინოვაციური პროექტების დაგეგმარებასა და მშენებლობას.
კომპანიამ დაიწყო ახალი პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების მქონე პროექტის VR VAKE SKYVIEW TOWER-ის მშენებლობა, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის 49-ში, კერძოდ ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილას, განთავსდება. VR VAKE SKYVIEW TOWER არის 180 მეტრიანი, თბილისში ყველაზე მაღალი შენობა, რომელიც უახლეს სტანდარტებს ნერგავს ქალაქის ცენტრში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზების გაფართოება, სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეებისა და სკვერების გაშენება, დამატებითი საპარკინგე ადგილების მოწყობა, რომლითაც სარგებლობას მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებიც შეძლებენ. აღსანიშნია, რომ მულტიფუნქციური კომპლექსის ბოლო სართულზე ამიერკავკასიაში ყველაზე მაღალი საცურაო აუზი განთავსდება. ამასთან, შენობის სახურავზე ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი მოეწყობა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში თბილისს დამატებით ღირებულებას შესძენს.
მოცემულ პროექტში მცხოვრებლებს დახვდებათ სხვადასხვა სახის კეთილმოწყობილი სივრცეები: ფიტნეს ცენტრები, საცურაო აუზები, ბიზნეს-ცენტრები და სხვადასხვა სახის რესტორნები. ეს კეთილმოწყობილი სივრცეები შექმნილია მცხოვრებლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად პროექტიდან გაუსვლელად. პროექტი დასრულება 2028 წლის დეკემბერში და მცხოვრებლებს ბინები ჩაბარდეთ უმაღლესი ხარისხის რემონტით, რომელიც ასევე მოიცავს ავეჯსა და ტექნიკას.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა