საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ოქროს ზოდების გაყიდვების მაჩვენებელს დადებითად აფასებს და განმარტავს, რომ სებ-ის ახალი ინიციატივა მსოფლიოში ოქროზე, როგორც საინვესტიციო რესურსზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება.
„საქართველოში ნებისმიერ მომხმარებელს აქვს საშუალება, რომ შეიძინოს ორი ტიპის პროდუქტი: ეს არის 20 გრამიანი და 1 კგ-იანი ოქროს ზოდები და ასევე საბანკო სისტემის მეშვეობით ე.წ. ოქროს სერტიფიკატები, ანუ ფასიანი ქაღალდი, რომლის წარდგენის შემდეგაც სებ-ი იგივე წონის ოქროს გასცემს.
ჩვენმა ვაჭრობის პირველმა დღემ მოლოდინს გადააჭარბა, იმიტომ რომ 60-მდე მცირე ზომის ოქროს ზოდი გაიყიდა და 1 ერთეული 1 კგ-ს წონის ოქროს ზოდი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სწორი ნაბიჯი იყო გადადგმული იმისთვის რომ ნებისმიერ მომხმარებელს ვისაც ეს აინტერესებს შევთავაზოთ უფრო დივერსიფიცირებული როგორც დაზოგვის ასევე ინვესტირების საშუალება“, - აღნიშნა თურნავამ.
5 დეკემბრის დილის მონაცემებით, სებ-მა 56 ერთეული 20 გრამიანი და 1 კგ-იანი ოქროს ზოდი გაყიდა. როგორც Business Insider Georgia-ს სებ-ში განუცხადეს, აღნიშნული ოქროს ზოდების რეალიზაცია ინტერნეტ მაღაზიიდან და საკასო ცენტრიდან მოხდა.
უახლესი
18 საათის წინ
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO19 საათის წინ
ჯადოსნური საშობაო ბაზრობა შატო მუხრანში