უზბეკური ავიაკომპანია Centrum Air-ი საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს. ავიაკომპანია ტაშკენტიდან რეგულარულ ფრენებს თბილისის და ბათუმის მიმართულებით განახორციელებს.
Centrum Air-ი ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ფრენებს 1 აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შეასრულებს.
ხოლო ავიარეისები ტაშკენტსა და ბათუმს შორის 7 მაისს დაიწყება. Centrum Air-ი ტაშკენტსა და ბათუმს შორისაც ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს და რეისებს ყოველ სამშაბათს და პარასკევს განახორციელებს.
ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.centrum-air.com.
Centrum Air ბაზარზე ერთი წელია ოპერირებს; ეს არის პირველი კერძო უზბეკური ავიაკომპანია, რომელიც პოზიციონირებს როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია.
ავიაკომპანია სპეციალიზირებულია ფრენებზე ცენტრალური აზიის, დსთ-ს ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. Centrum Air-ის ფლოტი მოიცავს Airbus-ის მიერ წარმოებულ 5 თვითმფრინავს.
საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს Uzbekistan Airlines-იც ასრულებს.
უახლესი
2 საათის წინ
გუდაურში ბინების გაყიდვები და ფასები შემცირდა3 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან გამყარდა