სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა უზბეკეთის ციფრულიტექნოლოგიების მინისტრის პირველ მოადგილე ოლიმჟონ უმაროვთან. შეხვედრა საქართველოსდელეგაციის უზბეკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისგანვითარების, სტარტაპების დაფინანსების, ციფრული ტრანსფორმაციის, მათ შორის სახელმწიფოსერვისების განვითარების შესახებ.
ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებითმიღებულ გადაწყვეტილებებზე. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ფართოდ დავნერგოთ ხელოვნურიინტელექტის შესაძლებლობები ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის, რათა დავრჩეთკონკურენტუნარიანი სწრაფად განვითარებად ციფრულ სამყაროში," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მანთავის კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია მასშტაბური ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე ქუთაისში, სადაცდაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის კვლევითი კომპეტენციის ცენტრის და ინტერაქციული სამეცნიერო დატექნოლოგიური მუზეუმის ამოქმედება. აგრეთვე საერთაშორისო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრისდაფუძნება, რომელიც 12-18 წლამდე ახალგაზრდებისთვის იქნება განკუთვნილი და მოიცავს ისეთმიმართულებებს, როგორიცაა პროგრამირება, ანიმაცია, კინო, კომპიუტერული თამაშების შექმნა, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება, რობოტიკა და სხვ. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ქუთაისისტექნოლოგიური ჰაბი, სადაც ასევე გაიხსნება რეგიონში უდიდესი ტექნოპარკი და სხვა ლაბორატორიები, იქნება თანამშრომლობის კარგი პლატფორმა საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის.
მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, განსაკუთრებით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. მათ შორის, საუბარიშეეხო ვენჩერული კაპიტალის მოზიდვასა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების დანერგვაზე.
შეხვედრაზე დაისახა თანამშრომლობის მიმართულებები, რომლებიც მიმართული იქნება სტარტაპებისსაქმიანობის ხელშეწყობისკენ და მათ შორის შესაძლოა მოიცავდეს საქართველოსა და უზბეკეთს შორისერთობლივი საინვესტიციო ფონდების განვითარებას.
ვიზიტი ასევე ითვალისწინებს სტუმრობას ტაშკენტის ტურინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ასევე, ვიზიტისფარგლებში გაიმართება შეხვედრა უზბეკეთის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი სამრეწველო და საინჟინროპარკის – TEXNOPARK LLC-ის ხელმძღვანელობასთან, რომლის დროსაც განხილული იქნება უცხოურიინვესტიციების მოზიდვისა და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების პრიორიტეტები, ისევე როგორც ერთობლივი პროექტების განვითარების პერსპექტივები.
უახლესი
14 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო15 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა