არარეზიდენტი ბანკების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათებით საქართველოში განხორციელებული ოპერაციების მოცულობამ ნოემბერში 310 449 000 ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 18%-იან კლებას, ხოლო 2023 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით 20%-იანი ზრდაა.
სებ-ის ვებ-გვერდზე განთავსებული მაჩვენებლების თანახმად, უცხოური ბანკების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათებით ნოემბერში სულ 2 402 238 ოპერაცია განხორციელდა, რაც ოქტომბრის მაჩვენებლებს 20%-ით ჩამორჩება.
სტატისტიკის მიხედვით, უცხოური ბანკების საგადახდო ბარათებით შესრულებული ტრანზაქციების დიდი ნაწილი პოს-ტერმინალებით (ინტერნეტის ჩათვლით) გადახდაზე მოდის.
უფრო კონკრეტულად, ნოემბერში უცხოური ბარათებით განხორციელებულ ტრანზაქციების 91 739 000 ლარის განაღდება ბანკომატების საშუალებით მოხდა, ხოლო 218 710 000 ლარი პოს-ტერმინალებით (ინტერნეტის ჩათვლით).
უახლესი
23 წუთის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს5 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები13 საათის წინ
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები15 საათის წინ
თბილისის „საახალწლო სოფელი“ 14 იანვრამდე იფუნქციონირებს