დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ურანის კონცენტრატის ფასი 16 თვის მაქსიმუმზეა - მიზეზები

ურანის კონცენტრატის ფასი 16 თვის მაქსიმუმზეა - მიზეზები

02-09-2023 09:30:47

ურანის კონცენტრატის ფასმა აგვისტოს ბოლოს 16 თვის მაქსიმუმს მიაღწია და ფუნტზე (0,45 კგ) 58,8 აშშ დოლარს შეადგენს.

ამის მიზეზია ნიგერში მომხდარი აჯანყება. ეს ქვეყანა მსოფლიოში ურანის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია. ამის შესახებ Financial Times ანალიტიკურ კომპანია Uranium Exchange Company-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ურანის კონცენტრატზე გლობალურმა მოთხოვნამ წლიურ მიწოდებას გადააჭარბა და გლობალურ ბაზარზე რყევები გამოიწვია.

იზრდება იმის შიში, რომ ნიგერში განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება შეაფერხოს ურანის მიწოდება, რადგან Orano-ს პერსონალი, რომელიც აწარმოებს ატომურ საწვავს საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურებისთვის და ნიგერში ურანს მოიპოვებს, ქვეყნიდან ევაკუირებულია.

ნიგერი ურანის მეშვიდე მწარმოებელია მსოფლიოში. ამ ქვეყნის წილი წარმოების 5%-ია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები