დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 4 დეკემბრიდან ორმხრივად გახდება შესაძლებელი

უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 4 დეკემბრიდან ორმხრივად გახდება შესაძლებელი

02-12-2023 13:50:50

უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 4 დეკემბრიდან ორმხრივად იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეო მიმართვისას განაცხადა.

დედაქალაქის მერი უნივერსიტეტის ქუჩაზე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საგზაო სამუშაოები დასრულებულია და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დახაზვის, გამწვანებისა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ტერიტორიის მოსაწესრიგებლად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

„დღეის მდგომარეობით, საგზაო სავალი ნაწილი სრულად დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს დახაზვის სამუშაოები, პარალელურად კი - შუქნიშნებისა და გაჩერებების მონტაჟი. ფაქტობრივად, დასრულებულია გარე განათების მონტაჟი. მიმდინარეობს ტერიტორიის გამწვანება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტროტუარებზე მოეწყო შესაბამისი არხები, სადაც მოხდება საჰაერო სადენების მიწის ქვეშ განთავსება. გარდა ამისა, არის ლოკალური ადგილები, სადაც ტროტუარების სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების ყველა ქსელი, ასევე, მოეწყო სახანძრო ჰიდრანტები. გარდა ამისა, როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, აღნიშნულ ქუჩაზე ასევე იყო საპარკინგე ადგილების პრობლემა. შესაბამისად, რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო საპარკინგე ადგილებიც, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები