უნგრეთი ყოველწლიურად 80 ქართველი სტუდენტის უნგრეთში სწავლას აფინანსებს, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, უნგრეთში სწავლის ინტერესი გაცილებით დიდია, მაგრამ 80 სტუდენტისთვის გამოიყოფა სტიპენდია.
„მინდა, გავახსენო, რომ უნგრეთი სახელმწიფოს სტიპენდიას უნიშნავს ქართველ სტუდენტებს. ყოველწლიურად 80 ადგილის დაფინანსება ხდება. ინტერესი გაცილებით მეტია, ვიდრე 80, მაგრამ 80-ისთვის გამოიყოფა სტიპენდია და ვაფინანსებთ ქართველი სტუდენტების სწავლას უნგრეთის უნივერსიტეტებში“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
უახლესი