დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უმაღლესი ხარისხი არის ჩვენი მთავარი ნიშა - „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე

უმაღლესი ხარისხი არის ჩვენი მთავარი ნიშა - „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე

29-09-2024 10:46:00

უმაღლესი ხარისხი, არის ჩვენი მთავარი ნიშა და დარწმუნებული ვარ, რომ კომპანია „ანაგისთვისაც“ ეს ღირებულება უმთავრესია, - ამის შესახებ „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მამუკა იმედაშვილმა ბიზნეს ინსაიდერში განაცხადა.

„სამშენებლო სექტორში საქმიანობის 35 წელი და 300-მდე პარტნიორი კომპანია, რომელიც „ანაგს“ ჰყავს, ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება და სამშენებლო ბაზარზე ეს კომპანია ძალიან დიდი ნდობით სარგებლობს. სწორედ ეს სიკეთე გადაკონვერტირდება „მეტროპოლი ქავთარაძის“ პროექტის მობინადრეებისთვის და მათ ექნებათ შესაძლებლობა იცხოვრონ ისეთ სახლში, რომელიც მათ ჩაიფიქრეს“, - განაცხადა მამუკა იმედაშვილმა.

რაც შეეხება პროექტს „მეტროპოლი ქავთარაძე“, როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, აქვს რამდენიმე კონკურენტული უპირატესობა.

„პირველი, ესაა ადგილმდებარეობა. პროექტი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, საბურთალოზე. პროექტში წარმოდგენილი იქნება ორი 25 სართულიანი კორპუსი, რომელიც განთავსდება 17 ათას კვ/მ-დე მიწის ფართობზე. თვითონ კომპლექსში წარმოდგენილი იქნება 534 ბინა, ერთსაძინებლიანით დაწყებული და პენტჰაუსებით დასრულებული.  მომხმარებლის ყველა ტიპის მოთხოვნაზე მოვერგეთ.  პროექტში წარმოდგენილი იქნება კომერციული და საოფისე ფართები. შენობებს ექნება 5 დონიანი საპარკინგე სივრცე. რაც შეეხება გარე ტერიტორიას, აქ იქნება საფეხმავლო და გარე ბილიკები. ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები. ცალკე სივრცე იქნება გამოყოფილი საბავშვო ბაღისთვის.

ეს ყველაფერი გამოარჩევს ამ პროექტს, თუმცა ჩემი აზრით, პროექტს ექსკლუზიურობას სძენს ერთი ჰექტარი გამწვანებული ზონა, რომელიც ჩვენს მობინადრეებს მყუდრო გარემოს შეუქმნის“, - განაცხადა მამუკა იმედაშვილმა.

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ და სამშენებლო კომპანია „ანაგი“ იწყებენ თანამშრომლობას. ეს არის პროექტი „მეტროპოლი ქავთარაძე“.  სადაც სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს სამშენებლო კომპანია „ანაგი“ რომელსაც 35 წლიანი გამოცდილება აქვს სამშენებლო სექტორში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები