თურქული წარმოების ელექტრომობილი Togg ევროპის გზებზე 2025 წელს გამოჩნდება, ამის შესახებ ქვეყნის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფატიჰ ქაცირმა განაცხადა.
„2024 წლის ბოლოსთვის Togg ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირში (EU) ექსპორტისთვის და 2025 წლიდან ჩვენ დავინახავთ, რომ ევროპის გზებზე Togg-ის რაოდენობა ყოველდღიურად გაიზრდება“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც მინისტრმა თქვა, Togg თავიდანვე შეიქმნა, როგორც ჭკვიანი ელექტრო მანქანა: ”ფაქტობრივად, Togg არის თურქეთის მწვანე ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული მაგალითი და ნახშირბადის ნეიტრალური კონცეფციის განსახიერება.”
ამასთან, წლის ბოლომდე დაგეგმილია, რომ თურქული წარმოების ელექტრომობილის გასაღები 20 ათასამდე მძღოლს, რომლებმაც ავტომობილის წინასწარ შეუკვეთეს.
თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა განაცხადა, რომ ის შეხვდა ბევრ საერთაშორისო კომპანიას, რომლებიც ელექტრომობილების სფრეროთი არიან დაინტერესებულნი. ის ამ მიმართულებით საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვან ზრდას ელის.
„ჩინური კომპანიებიც ძალიან სერიოზულ ინტერესს იჩენენ. ჩვენ გავუხსენით კარი ყველა ინვესტორს, რომელიც შემატებს ღირებულებას თურქეთს. იმ პირობით, რომ ისინი იმოქმედებენ მომგებიანი მიდგომის საფუძველზე“, - აღნიშნა მინისტრმა.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის