Turkish Airlines-ი კვლავ აგრძელებს ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას.
კომპანიის მოგებამ 2023 წლის მეორე კვარტალში 635 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული დაახლოებით 10%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებლს (576 მილიონ აშშ დოლარი).
ამასთან 2023 წლის მეორე კვარტალში მიღებული მოგების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება პირველი კვარტლის მონაცემს (233 მლნ აშშ დოლარი), რაც აჩვენებს, რომ კომპანიისთვის საზაფხულო ჯავშნები საკმაოდ მომგებიანია, რასაც დიდი წილი აქვს კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაში.
Turkish Airlines-მა 2023 წლის მეორე კვარტალში 5,149 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელი 13,6%-ით აღემატება. თუმცა კომპანიისთვის ხარჯების კონტროლი კვლავ გამოწვევად რჩება.
კომპანია დადებითად აფასებს მეორე კვარტლის ფინანსურ მონაცემებს და აცხადებს, რომ პანდემიის შემდეგ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოახერხა.
ცნობისთვის, Turkish Airlines-ი ყოველდღიური ფრენების რაოდენობით ევროპის წამყვან გადამზიდად დასახელდა.
უახლესი
7 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება