ავიაკომპანია Turkish Airlines-ი, რომელიც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მიმართულებით ასრულებს რეისებს, პირობას დებს, რომ 2025 წლის ბოლომდე მის ბორტებზე ყველა მგზავრს უფასო და ულიმიტო Wi-Fi სერვისი ექნება.
ამ ინიციატივის ფარგლებში, ავიაკომპანია გეგმავს არსებული ფლოტის განახლებას უახლესი ფრენის კომუნიკაციების (IFC) ტექნოლოგიების გამოყენებით და ახალი თვითმფრინავების აღჭურვას ყველაზე ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფით.
Turkish Airlines ამჟამად აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან, რომლებიც მზად არიან შესთავაზონ საუკეთესო გადაწყვეტილებები ფრენის დროს. გარდა ამისა, იგი მხარს უჭერს თურქულ კომპანიებს მათ განვითარებაში. ამრიგად, გადამზიდველმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საავიაციო პროდუქტების სერტიფიცირებულ მიმწოდებელთან TCI Aircraft Interiors-თან და რეგიონალურ ლიდერთან სატელიტური ტექნოლოგიების სფეროში კომპანია Turksat-თან.
უახლესი
15 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება16 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით