თურქეთში წლიური ინფლაცია სექტემბერში 61,53%-მდე დაჩქარდა. ამის შესახებ თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა (TUIK) განაცხადა.
„სექტემბერში ინფლაციამ ყოველთვიურად 4.75%, ხოლო წლიურ 61.53% შეადგინა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, დამოუკიდებელი ინფლაციის ანალიზის ჯგუფი (ENAG) აცხადებს, რომ წლიური მაჩვენებელი 130.13% იყო.
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზი 58%-მდე გაზარდა.
უახლესი