დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთში, სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

თურქეთში, სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

07-02-2023 17:43:04

თურქეთში, სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის 10 პროვინციაში სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.

„სტიქიის შედეგად დაზარალებულ 10 პროვინციაში დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

„ჩვენ ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფის წინაშე ვდგავართ არა მხოლოდ თურქეთის ისტორიაში, არამედ რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში. ყველა სამთავრობო უწყების, პერსონალისა და აღჭურვილობის ძალისხმევა მობილიზებულია სტიქიის ზონაში სამუშაოდ“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 6 თებერვალს დილით თურქეთში მომხდარი 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად სტიქიის შედეგად 3 549 ადამიანი დაიღუპა, 22 168 დაშავდა, 5 775 შენობა დაინგრა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები