დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7000-ს გადააჭარბა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7000-ს გადააჭარბა

08-02-2023 12:44:58

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7108-მდე გაიზარდა, იტყობინება სააგენტო Anadolu.

საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და აღმოფხვრის სამსახურის (AFAD) მონაცემებით, დაზარალდა 40 ათასზე მეტი ადამიანი.

მანამდე 6234 დაღუპულისა და 37 ათასი დაშავებულის მონაცემები იყო.

სამაშველო სამუშაოების კოორდინაციის მიზნით პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში გაემგზავრა.

დღეისათვის სტიქიის ზონაში დახმარების გაწევისა და სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოებში მონაწილეობს საგანგებო სამსახურების 96,6 ათასზე მეტი თანამშრომელია, გაშლილია დაახლოებით 50,8 ათასი კარავი.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს დილით თურქეთში 7,7 მაგნიტუდის სიძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები