ბოლო მონაცემებით, თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 12 391 ადამიანი დაიღუპა და თითქმის 63 000 დაშავდა. ამის შესახებ თურქეთის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი იტყობინება.
სირიის მასშტაბით მიწისძვრის შედეგად 3508 ადამიანი დაიღუპა, იუწყება Al-Arabiya ადამიანის უფლებათა სირიის მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით. სირიაში 5000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
6 თებერვალს სამხრეთ თურქეთში 7,7-7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შემდეგ თურქეთში ათასზე მეტი მცირე სიძლიერის განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა.
უახლესი
33 წუთის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის