დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთმა ბაზარს TOGG-ის 5 604 ელექტრომობილი მიაწოდა

თურქეთმა ბაზარს TOGG-ის 5 604 ელექტრომობილი მიაწოდა

12-10-2023 12:30:30

თურქეთი ელექტრომობილების წარმოების შესაძლებლობებს ზრდის. მხოლოდ სექტემბერში TOGG's Technology Campus-ის საავტომობილო ქარხანამ  TOGG T10X მოდელის 2204 ავტომობილის მიწოდება განხორციელა, რითაც მიწოდების საერთო რაოდენობამ 5604-ს მიაღწია.

T10X არის პირველი თურქული ელექტრომობილი. მისი მასობრივი წარმოება 2023 წელს დაიწყო: პირველი საწარმოო მანქანები შეკრების ხაზიდან მარტის ბოლოს გამოვიდა.

TOGG's Technology Campus-ის სიმძლავრე წელიწადში 175 ათასი მანქანაა. კომპანია 2032 წლის ბოლომდე 1 მილიონი მანქანის წარმოებას გეგმავს. წელს ის 28 ათასი ელექტრომობილის წარმოებას აპირებს.

TOGG-ის ტექნოლოგიური კამპუსი 2022 წლის 29 ოქტომბერს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიხსნა.

„TOGG ჩვენი 85 მილიონი მოქალაქის სიამაყეა“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა გახსნის ცერემონიაზე.

„ქვეყანამ შეეძლო "60 წლის ოცნების ასრულება", - დასძინა პოლიტიკოსმა.

„იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში TOGG მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გზებზე გავა, როგორც პრესტიჟული თურქული ბრენდი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ TOGG-ის ქარხნის საწარმოო ხაზებზე 250 რობოტი მუშაობს. აქ არის ყველაზე სუფთა საღებავების მაღაზია ევროპაში. 1,6 კმ სიგრძის საცდელი ტრასის კამპუსის მშენებლობაში 9 ათასი ადამიანი იყო ჩართული

TOGG-ში ამჟამად 3250-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. დასაქმებულთა 26% ქალია. როდესაც საწარმოო სიმძლავრე 175 ათას ერთეულს მიაღწევს, საწარმოს დასაქმებულთა რაოდენობა 4 ათას 300 თანამშრომლამდე გაიზრდება. ქარხნის საერთო ფართობი 250 ათასი კვ/მ-ია.

2030 წლისთვის კომპანია გეგმავს ხუთი განსხვავებული მოდელის წარმოებას - SUV, სედანი, C-ჰეჩბეკი, B-SUV და B-MPV. T10X-ის ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების ყველა უფლება ეკუთვნის თურქეთს.

ავტომობილების ახალი პარკი აღჭურვილია ახალი თაობის ლითიუმ-იონური ბატარეებით სწრაფი დამუხტვის ფუნქციით: მათი დამუხტვა 80%-მდე 30 წუთშია შესაძლებელი. მოდელის სიმძლავრის რეზერვი 500 კმ-მდეა.

მანქანას აქვს მუდმივი კავშირი ინტერნეტთან 4G და 5G.

თურქეთი უკვე არის მსოფლიოს 20 უმსხვილეს ავტომწარმოებელთა შორის. ავტომობილების წარმოება მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 20%-ს შეადგენს. პირველი ადგილობრივი წარმოების მანქანების გამოჩენასთან ერთად, ანკარა იმედოვნებს, რომ თავის ინდუსტრიულ სექტორს კიდევ უფრო გაზრდის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები