დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტურისტული სეზონი კარგად მიმდინარეობს, აქტივობა მაღალია ევროპის ქვეყნებიდან - „ბანგურიანი მესტიაში“

ტურისტული სეზონი კარგად მიმდინარეობს, აქტივობა მაღალია ევროპის ქვეყნებიდან - „ბანგურიანი მესტიაში“

28-08-2024 10:00:00

აგვისტოში სასტუმროს დატვირთულობა 80%-მდეა. პანდემიის შემდეგ ტურიზმის სექტორი აღდგენის რეჟიმშია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმრო „ბანგურიანი მესტიაში“ დირექტორმა ლაშა ჯაფარიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ტურისტული სეზონი კარგად მიმდინარეობს, აქტივობა მაღალია ევროპის ქვეყნებიდან .

„გვაქვს შემოდგომის ჯავშნები. ვიზიტორების ნაკადი სტაბილურია პოლონეთიდან და ევროპის სხვაქვეყნებიდან“, - განაცხადა ლაშა ჯაფარიძემ.

რამდენიმე დღეში „ბანგურიანი მესტიაში“ ტერასას გახსნის, სადაც მოეწყო ლაუნჯ ბარი, შესაძლებელი იქნება საღამოების გატარება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სასტუმროს მფლობელები 2025 წლისთვის გეგმავენ სასტუმრო ოთახების კეთილმოწყობასა კიდევ ერთი ტერასას მოწყობასა და აუზის მშენებლობას, რასაც პირადი კაპიტალდაბანდებით განახორციელებენ

აგვისტოში, „ბანგურიანი მესტიაში“  ორ ადგილიანი ოთახის ფასი საუზმით 220 ლარია, საოჯახო ოთახის (საუზმით) 300 ლარი, ხოლო 260 ლარი ღირს (საუზმით) განთავსება სამ ადგილიან ოთახში.  

ამ დროისთვის სასტუმროს აქვს 36 ოთახი. ტურისტულ ობიექტზე  15 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები