დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თუკი ენერგეტიკაში სპეციალისტების ახალი თაობა არ წამოვა, დეფიციტი უფრო გაღრმავდება - „ენერგო პრო ჯორჯია“

თუკი ენერგეტიკაში სპეციალისტების ახალი თაობა არ წამოვა, დეფიციტი უფრო გაღრმავდება - „ენერგო პრო ჯორჯია“

26-10-2023 16:00:55

ენერგეტიკის სექტორში  კადრების დეფიციტის პრობლემას ბიზნესი ზოგ შემთხვევაში დამოუკიდებლად აგვარებს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ,,ენერგო-პრო ჯორჯია",  რომლის პროექტების დიდი ნაწილი სწორედ პროფესიულ კადრების საკითხს უკავშირდება. ,,აირჩიე სინათლე" - ამ სლოგანით კომპანიის წამახალისებელი კამპანია ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia - თან ,,ენერგო-პრო ჯორჯიას"  საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ავთო დვალიშვილი საუბრობს.

„ყოველთვის, როცა ,,საქსტატი" მსხვილი დამსაქმებლების ათეულს აქვეყნებს, ჩვენი კომპანია ამ სიის შემადგენლობაშია.  ამ ეტაპზე. ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში"  5 ათასი ადამიანი მუშაობს, ხოლო ,,ენერგო პრო ჯორჯიას" ჰოლდინგში  შემავალ კომპანიებში (ჰოლდინგის ჩათვლით), 6 კომპანია შედის და  6 ათასზე მეტ დასაქმებულს ითვლის.  

დასაქმების თემა კომპანიისთვის საკმაოდ  გამჭვირვალე და ეფექტურია. ვაცნობიერებთ, რომ  ენერგეტიკოსის პროფესია საკმაოდ დიდ დეფიციტს განიცდის. ერთ-ერთი  კომპანია ვართ, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის მოგვარებაზე. მაგალითად, გვაქვს მემორანდუმები გაფორმებული პროფესიულ სასწავლებლებთან. შეიძლება ითქვას, კარდაკარ დავდივართ ყველა სასწავლებელთან, სადაც ენერგეტიკულ მიმართულებას ასწავლიან. ვითხოვთ წარმატებული  სტუდენტების სიას და სწავლების ბოლო ეტაპზე ვუწესებთ სტიპენდიას როგორც უმაღლესში, ასევე პროფესიულში. მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, რომ აირჩიონ ენერგეტიკოსის პროფესია,  რაც მთავარია, ვპირდებით, რომ თუკი კარგად ისწავლიან, მათ კარიერაზე ჩვენ ვიზრუნებთ", - აცხადებს ავთო დვალიშვილი.

მისი თქმით, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ენერგეტიკოსების ახალგაზრდა თაობა მოიზიდონ, რადგან რამდენიმე წელიწადში მოსალოდნელია დეფიციტი კიდევ უფრო გაღრმავდეს.

„სკოლებშიც კი შევდივართ და უფროსკლასელებთან სპეცგაკვეთილებს ვატარებთ, ვაცნობთ ენერგეტიკის დარგს და პროფესიის არჩევის ეტაპზე მოვუწოდებთ, ეს პროფესია აირჩიონ.  წარმატებულ სტუდენტებს, რომლებიც სასწავლებლებს ამთავრებენ, ვუხსნით სტიპენდიას და ანაზღაურებად სტაჟირებაზე გადაგვყავს  ჩვენს კომპანიაში. მართალია, უფროსი თაობის არაერთი ენერგეტიკოსია, რომელიც თავის საქმეს პროფესიულად ასრულებს, მაგრამ  დრო გადის და

. სამწუხაროდ, ინტერესი არ არის ისეთი, რაც დარგს სჭირდება.  ამიტომ  ერთდროულად რამდენიმე კამპანიას ვაწარმოებთ  ერთ-ერთს სახელიც კი შევურჩიეთ: „აირჩიე სინათლე", მოვუწოდებთ ამ სლოგანით, აირჩიონ სინათლე,  რომელიც კავშირშია როგორც ენერგეტიკასთან, ასევე განათლებასთან", - აცხადებს დვალიშვილი Business Insider Georgia - თან. 
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, კომპანია დამსაქმებელი კომპანიების TOP ათეულშია. 

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახდენს ელექტროენერგიის დისტრიბუციას და ეწევა კომპანიაში არსებული დაბალი, საშუალო და მაღალი ძაბვის ქსელების მომსახურებას. კომპანია დაყოფილია 5 ფილიალად და ემსახურება 1 288 097-ზე მეტ აბონენტს საქართველოს რეგიონების მასშტაბით.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები