გლდანის რაიონის გამგეობამ წყაროთუბნის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა დაიწყო.
აღნიშნულ მისამართზე გზის სავალი ნაწილი, გრუნტის ჩამოშლის შედეგად დაზიანდა. გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დამჭერი კედლის მოწყობა გახდა საჭირო.
პროექტის მიხედვით, 4 მეტრი სიმაღლისა და 14 მეტრი სიგრძის კედელი აშენდება, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 77 000 ლარია გათვალისწინებული.
კედლის მოწყობის შემდეგ აღდგება ჩამოშლილი გზის მონაკვეთიც. მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, პარლამენტის წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო.
უახლესი
15 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო15 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა15 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე