დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„წყალტუბო 500"-ის ქვესადგური არა მარტო შეიტანს წვლილს ენერგოსისტემის განვითარებაში, არამედ გააძლიერებს დაკავშირებადობას საქართველოსა და თურქეთს შორის - თურქეთის ელჩი

„წყალტუბო 500"-ის ქვესადგური არა მარტო შეიტანს წვლილს ენერგოსისტემის განვითარებაში, არამედ გააძლიერებს დაკავშირებადობას საქართველოსა და თურქეთს შორის - თურქეთის ელჩი

16-12-2024 16:28:00

„ჩვენ ვართ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მჭიდრო მეზობელი და მეგობარი ქვეყანა. მზად ვართ, განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები იმისათვის, რომ რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს," - განაცხადა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ალი ქაან ორბაიმ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქვესადგურის „წყალტუბო - 500" - ის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ქვესადგურის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები თურქულმა კომპანიამ BEST - მა განახორციელა. 

თურქეთის ელჩის განცხადებით, „წყალტუბო - 500" - ის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან საეტაპო მოვლენას დაემთხვა. „ორი დღის წინ საქართველომ წარმატებით აირჩია ახალი პრეზიდენტი. მე ვულოცავ მას არჩევას და მინდა გამოვხატო ჩვენი მზაობა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები მომდევნო პერიოდში," - აღნიშნა მან.  

ალი ქაან ორბაის შეფასებით, თურქეთს აქვს შესანიშნავი პოლიტიკური კავშირები საქართველოსთან, რომელიც ასევე ასახულია ორი ქვეყნის სრულყოფილ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში. მისი თქმით, თურქეთი ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველი სავაჭრო პარტნიორია. როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს შესაძლებელი გახდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საფუძველზე.

„ჩვენ გვქონდა 3 მლრდ დოლარის სამიზნე ორიენტირი სავაჭრო ბრუნვის მიმართულებით და ამ მაჩვენებელს  გადავაჭარბეთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტისას, ერთობლივად შევთანხმდით, რომ აღნიშნული სამიზნე ორიენტირი 5 მლრდ დოლარამდე გაზრდილიყო. ამ მიზნისკენ ერთად და მწყობრად მივდივართ და ვაპირებთ, რომ მასაც გადავაჭარბოთ. თურქეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა პირდაპირი ინვესტიციების კუთხითაც საქართველოში. ჯამურად, ჩვენ 2,5 მლრდ დოლარი გვაქვს ინვესტირებული. ჩვენი კომპანიები სხვადასხვა სფეროში ოპერირებენ და წვლილი შეაქვთ ამ მშვენიერი ლამაზი ქვეყნის განვითარებაში," - აღნიშნა თურქეთის ელჩმა.

მან განსაკუთრებულად გამოყო თანამშრომლობა ენერგეტიკის მიმართულებით და ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებზე: ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის ნავთობსადენსა და ბაქო - თბილისი - ერზრუმის გაზსადენზე. მისი თქმით, ეს პროექტები საქართველოსა და თურქეთის მეგობრობის მტკიცებულებაა.

რაც შეეხება უშუალოდ „წყალტუბო 500" - ის პროექტს, ალი ქაან ორბაიმ აღნიშნა, რომ ეს კონკრეტული ქვესადგური არა მარტო შეიტანს წვლილს ენერგოსისტემის განვითარებასა და დისტრიბუციაში, არამედ ასევე გააძლიერებს დაკავშირებადობას საქართველოსა და თურქეთს შორის.   

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები