ხშირად ამბობენ, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს ორიენტირებული შრომის თავისუფალი ბაზრის მოთხოვნებზე - ესეც არ არის გამოსავალი და სწორი მიდგომა, - აღნიშნულის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ განაცხადა. მისი თქმით, ბაზარზე ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და დამსაქმებელი 2-3 წლიან ჭრილშიც კი წინასწარ ვერ იტყვის, როგორი იქნება მოთხოვნა.
„ცალკე აღებული ვერც ერთი დამსაქმებელი, დღეს 2-3 წლიანი პერსპექტივით ვერ იტყვის, როგორი იქნება შრომის თავისუფალი ბაზრის კონიუნქტურა. იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი და თუ კი არ შედგა იმთავითვე აქტიური დიალოგი. მთავარი პრობლემა დღეს მე ვფიქრობ არის სწორედ ამ დიალოგის და კომუნიკაციის დეფიციტი: უნივერსიტეტს, დამსაქმებელსა და ასევე სტუდენტს შორის. ჩვენ სტუდენტი ზოგადად დეგრადირებული გვყავს ზოგადად სასწავლო პროცესის პასიური ობიექტის დონეზე. ის მოდის მონოლოგის ფორმით, უსმენს ლექციებს, სემესტრის ბოლოს აბარებს იგივე ინფორმაციას გამოცდის სახით, მაგრამ ამით ახალი არაფერი იქმნება. ცოდნა ყოველთვის ახალს უნდა ქმნიდეს და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი, პროფესორი და სტუდენტი იმთავითვე არამხოლოდ აქტიურ დიალოგში და კომუნიკაციაში იქნებიან, არამედ რეალური პროექტების სახით ითანამშრომლებენ, როგორც პარტნიორები“, - განმარტავს გიორგი ხუბუა.
უახლესი
15 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო15 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა15 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე