2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ 5 947.6 ათასი ლარი შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გამოყოფილი ასიგნებებიდან გაწეულმა საკასო ხარჯმა სულ 4 228.0 ათასი ლარი სეადგინა.
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში 2023 წლის 1-ელი აპრილისთვის აუთვისებელი თანხების მოცულობამ სულ 1 719.6 ათასი ლარი შეადგინა.
უახლესი