დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წლიური ინფლაცია 3%-ზე შენარჩუნდება, თუმცა წნეხის ფონზე 2024 წლის მეორე ნახევრიდან 4,4%-ის მიაღწევს - ევა ბოჭორიშვილი

წლიური ინფლაცია 3%-ზე შენარჩუნდება, თუმცა წნეხის ფონზე 2024 წლის მეორე ნახევრიდან 4,4%-ის მიაღწევს - ევა ბოჭორიშვილი

24-06-2024 12:30:00

Galt & Taggart-ში 2024 წლისთვის ინფლაციას 3%-ის დონეზე პროგნოზირებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ გაზრდილი  წნეხის ფონზე 2024 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია გაიზრდება, მაგრამ წლიურად ისევ სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებში იქნება. 

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ 2024 წლის მეორე ნახევარში შესაძლოა ინფლაციამ 4,4%-საც კი მიაღწიოს. 

„როგორც მოგეხსენებათ ინფლაციის შემცირების კუთხით საქართველოში საკმაოდ კარგი პროგრესი გვქონდა,რომელმაც შემცირება გასულ წელს, გაზაფხულიდან დაიწყო. 2024 წლის პირველ კვარტალში გვქონდა თითქმის 0%-იანი ინფლაცია. თუმცა ბოლო თვეებში ჩვენ ვხედავთ ფასების ტემპის მატებას, აპრილში ინფლაცია იყო 1,5%-ი, მაისში 2%-ი და აქ ძირითადი გავლენა აქვს ტრანსპორტის კატეგორიის ჯგუფს, რა არის ბენზინის ფასი. ბოლო პერიოდში ასევე გავლენას ახდენს სიგარეტის ფასის ზრდაც. ადგილობრივი საქონლის და მომსახურების ინფლაცია არს სტაბილურ დონეზე 2,5%-ის ფარგლებში და რაც შეეხება შერეულ ინფლაციას, რომელიც წინა თვეებში მკვეთრად მცირდებოდა, უკვე შემცირების ტემპი არის შენელებული. აქ არის სხვადასხვა კატეგორიის საქონელი, როგორც ადგილობრივი ისე იმპორტირებული: ზეთი, ბოსტნეული, ხილი და ასე შემდეგ. და აქაც ფასები სხვადასხვა მიმართულებით იცვლება. როდესაც ვსაუბრობთ მოლოდინებზე თუ რა იქნება წლის მეორე ნახევარში და რა არის ჩვენი პროგნოზი, ვფიქრობთ, რომ გაცვლითი კურსის გაუფასურება რაც გაქვს მცირედით გავლენას მოახდენს მომდევნო თვეებში ფასებზე და იქნება გარკვეული წნეხი. თუმცა ჩვენი შეფასებით რაც არის, ლარის დაახლოებით 1%-ით გაუფასურება ინფლაციას ზრდის 0,1-0,3%-ით. ამ პროგნოზიდან გამომდინარე და იმ ფაქტობრივი მაჩვენებლებიდან რაც გაქვს, ვფიქრობთ, რომ საშუალოდ წლიური ინფლაცია 3%-ზე შენარჩუნდება. თუმცა წნეხის ფონზე 2024 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია 4,4%-ის მიაღწევს“, - განმარტავს ევა ბოჭორიშვილი. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები