დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ციმციმი“ გაფართოებას გეგმავს

„ციმციმი“ გაფართოებას გეგმავს

25-03-2025 11:00:00

ხელნაკეთი სანთლებისა და საპნების მწარმოებელი კომპანია Tsimtsimi•ციმციმი გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა ნინო გუგავამ განუცხადა. მისივე თქმით, გამოყოფილია სივრცე, სადაც ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„სამომავლო და ძალიან უახლოესი გეგმა არის ის, რომ  გავფართოვდეთ საწარმოს მიმართულებით. უკვე გვაქვს გამოყოფილი ფართი, სადაც იქნება ჩვენი საწარმო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ამჟამად, ჩვენი წარმოება შედარებით მცირეა იმიტომ, რომ ფიზიკურად ვერ ვასწრებთ. სწორედ ამიტომ წარმოების გაზრდა გვაქვს პირველი ამოცანაა “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი ნინო გუგავა.

ცნობისთვის, კომპანია ბაზარზე დაახლოებით ერთი წელია რაც გამოჩნდა და მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. „ციმციმი“ მუშაობს ნატურალური, ბუნებრივი ინგრედიენტებით. კომპანიას, ამ ეტაპზე პირადი მაღაზია არ აქვს. პროდუქციის შეძენა ონლაინ, ვოლტის აპლიკაციით ან „ციმციმის“ ფეისბუქის გვერდიდან არის შესაძლებელი.

 

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები