დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცესკოს თავმჯდომარემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს 26 ოქტომბრის არჩევნების მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

ცესკოს თავმჯდომარემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს 26 ოქტომბრის არჩევნების მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

12-07-2024 19:17:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკისშეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უზრა ზეიას შეხვდა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბრისპარლამენტის არჩევნები იყო. შეხვედრის განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურადისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიების ფართომასშტაბით დანერგვის შესახებ.

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ინფორმირების კამპანიისა და ამმიმართულებით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. როგორც მანაღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ევროპული დასაერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ემზადება, შესაბამისად, აღნიშნულიარჩევნების ადმინისტრირების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისოპარტნიორებთან და არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სააგენტოების დასაელჩოს მხარდაჭერის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მათ მრავალწლიანითანამშრომლობისთვის.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უზრა ზეიამმოისმინა ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ, მხარეებმა განიხილეს პროცესზე ობიექტური და რეალურად ნეიტრალური სადამკვირვებლო მისიებისარსებობის მნიშვნელობა და როლი.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცესკო მიესალმება და მოელის ობიექტურ დაკვირვებას ადგილობრივი თუსაერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხრიდან. გამოითქვა რწმენა, რომ არსებულითანამშრომლობა და პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და კვლავაც ურთიერთსასარგებლოდა ნაყოფიერი იქნება.

12 ივლისს ცესკოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის საელჩოს მრჩეველი პოლიტიკისა დაეკონომიკის საკითხებში მარკ ნორდბერგი, USAID-ის უფროსი მრჩეველი საარჩევნო საკითხებშიჯეფრი ვანესი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი დანაკასტანა და აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი კერი მაკინტოში.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ - ცესკოსთავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგისანტურიანი, ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი დაცესკოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარკაპანაძე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები