დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცემენტზე არსებული მოთხოვნის საშუალოდ 83% ადგილობრივ წარმოებაზე მოდიოდა - რა წერია სებ-ის კვლევაში

ცემენტზე არსებული მოთხოვნის საშუალოდ 83% ადგილობრივ წარმოებაზე მოდიოდა - რა წერია სებ-ის კვლევაში

17-03-2025 11:52:00

2019-2023 წლებში ცემენტზე არსებული მოთხოვნის საშუალოდ 83% ადგილობრივ წარმოებაზე, ხოლო 17% - თურქეთსა და აზერბაიჯანიდან იმპორტზე მოდიოდა. ამის შესახებ სებ-ი სამშენებლო მასალების სექტორის კვლევაშია აღნიშნული, რომლის მიზანი საქართველოს სამშენებლო მასალების სექტორის ფინანსური მაჩვენებლებისა და გადახდისუნარიანობის შეფასებაა.

აღნიშნული კვლევა მიზნის მისაღწევად დეტალურად გაანალიზდა ხსენებულ ეკონომიკურ სექტორში მოქმედი სუბიექტების სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლები. ძირითადი ფინანსური ინდიკატორების შეფასების შედეგად გამოვლინდა ის  ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სექტორში გაცემული ფინანსური ინსტრუმენტების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. კვლევაში ასევე წარმოდგენილია საქართველოს სამშენებლო მასალების სექტორის მოკლე სტატისტიკური მიმოხილვა, რომელიც შედარებულია გლობალური და ევროპული სამშენებლო მასალების სექტორების ანალოგიურ მაჩვენებლებთან. ნაშრომში მიმოხილულია სექტორის საკრედიტო პორტფელის და მისი ხარისხობრივი მახასიათებლების ტენდენციები. დასკვნის სახით კი წარმოდგენილია სამშენებლო მასალების ეკონომიკური სექტორის კვლევის შედეგად ფორმირებული ძირითადი მიგნებები და დასკვნები.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები