დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს 1600 ტონამდე ხილს ჩავიბარებთ, პარალელურად ვაძლიერებთ ექსპორტის მიმართულებას - „გეო ფლაუერი“

წელს 1600 ტონამდე ხილს ჩავიბარებთ, პარალელურად ვაძლიერებთ ექსპორტის მიმართულებას - „გეო ფლაუერი“

22-08-2023 19:00:03

კომპანია ,,გეო - ფლაუერი" წელს 1600 ტონამდე ხილის ჩაბარებას და გადამუშავებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი მინდია ხუციძე Business Insider Georgia - თან ამბობს, პარალელურად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ექსპორტის მიმართულებით, ბაზრების დივერსიფიკაცია კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

,,ხილის ჩაბარებას ახლა ვიწყებთ, აქტიური სეზონია, ნედლეულის მხრივ პრობლემა არ არის. 1600 მდე პროდუქტის მიღებას და გადამუშავებას შევძლებთ. აქედან 600 ტონას რაჭაში ჩავიბარებთ, დანარჩენს - სხვა რეგიონებიდან. წარმატებით ვაგრძელებთ საქმიანობას გლობალურ ბაზრებზეც. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბაზრების დივერსიფიკაციაა. გერმანიის ბაზარზე გაგვქონდა წლების განმავლობაში, რასაც დაემატა თურქეთისა და რუსეთის ბაზრები. გარდა ხილისა, პარალელურად ბიო ჩაის მიმართულება გვიჭირავს, რაც ასევე ექსპორტზეა ორიენტირებული", - ამბობს მინდია ხუციძე.

ცნობისთვის, „გეო-ფლაუერი“ საერთაშორისო სტანდარტს ISO 22000:2005 -ს, ასევე „კავკასსერტი“-სა და „Fair Wild“-ის ბიო სერტიფიკატებს ფლობს. კომპანია ხილის ჩირებს, სამკურნალო დანიშნულების მცენარეებს და ჩაის დანამატების გარეშე აწარმოებს, რადგან მათი ნიშა სწორედაც რომ ორგანული პროდუქტის წარმოებაა. წარმატებული ქართული კომპანიის ისტორია 2007 წელს დაიწყო, როდესაც მეწარმე მინდია ხურციძემ ლეჩხუმში ლაჯანურ ჰეს-ის მიმდებარედ მცირე საწარმო დააარსა.

„მარტინ ბაუერთან“ კონტრაქტის გაფორმებამ მცირე მეწარმეს საშუალება მისცა, რომ წარმოების გაფართოებაზე ეფიქრა. USAID-ის დახმარებით კომპანიამ დანადგარები შეიძინა, ხოლო ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ახალი საწარმო აშენდა.

ნედლეულის მიმწოდებელი ჰყავს ლეჩხუმის, ამბროლაურის, ონისა და ზემო იმერეთის სოფლებიდან. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს რეგიონები „ბიო ნედლეულის ამოუწურვადი საბადოებია“.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები