ქართული პროდუქციის პლატფორმა "გემოვანი" ამოქმედდა. პლატფორმა აერთიანებს მეურნე-მეწარმეებს და ბიზნესებს, რომლებიც სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში არიან ჩართული.
როგორც ,,გემოვანის“ თანადამფუძნებელი ირაკლი ჩავლეიშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, კომპანიის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია, აწარმოებდეს მხოლოდ ადგილობრივ პროდუქტს მარგებელის კონცეფციით ანუ ქიმიური დანამატების გარეშე.
,,დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული იდეა ვაქციეთ რეალობად. პროექტს ვახორციელებთ ,,რუსთავი2“ -თან, ხოლო კომპანიები არიან როგორც კვების მრეწველობაში, ასევე სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები. მათ შორის თავის მოვლის საშუალებების მიმართულებაში, როგორიცაა საპონი და სხვა.
წარმოვაჩენთ მწარმოებლებს, რომელთა საქმიანობა მაღალი ხარიხის პროდუქციას უკავშირდება. პურის წარმოება რომ ავიღოთ, ბევრი საშუალო და მცირე მწარმოებელია, რომელიც დადასტურებულად იყენებს ადგილობრივ ნედლეულს, ქიმიური დანამატების გარეშე, ასევე ბუნებრივ საფუარს, როგორსაც მხოლოდ ჩვენ არ ვაწარმოებთ, ყველა ამ კომპანიას წარმოვაჩენთ. ვაპირებთ გავშალოთ სხვადასხვა მიმართულებაში, მათ შორის ხორცპროდუქტების სექტორიც ჩავრთოთ“, - ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი. მისი თქმით, პროექტი 2 ოქტომბრიდან დაიწყო და საბოლოოდ სავარაუდოდ გახდება რეალითი შოუ, მასიური კამპანია, სადაც საზოგადოებას გააცნობენ ბიზნეს კომპანიებს და მეწარმეებს, რომლებსაც აქვთ უნიკალური ტექნოლოგია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ბაზრის თუნდაც მცირე წილი ეკავოთ.
რაც შეეხება ,,მზეთამზეს" , ამ ბრენდით ქართული პური უძველესი ტექნოლოგიით მზადდება. წარმოებაში გამოიყენება ადგილობრივი ხორბლის ფქვილი და ბუნებრივი საფუარი.
,,გემოვანი" ერთადერთი კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიით ინდუსტრიულად პურს აწარმოებს.
უახლესი
5 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა