დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტრამპმა ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნის ბრძანებას მოაწერა ხელი

ტრამპმა ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნის ბრძანებას მოაწერა ხელი

07-03-2025 14:05:00

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვები შეიქმნება. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ბრძანების თანახმად, ფონდის შევსება სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში ან სამოქალაქო დაცვების განხილვის შედეგად ამოღებული ბიტკოინების ხარჯზე მოხდება.

როგორც შემდეგ თეთრი სახლის მრჩეველმა ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტის საკითხებში, დევიდ საქსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, დღესდღეობით აშშ-ის მთავრობა დაახლოებით 200 ათას ბიტკოინს ფლობს, თუმცა კრიპტოვალუტის რეალური აუდიტი არ ჩატარებულა.

მისი ინფორმაციით, ხაზინისა და ვაჭრობის მდივნებს დაევალათ შეიმუშაონ ბიტკოინების დამატებითი მოცულობის შესყიდვის სტრატეგია. საქსის თქმით, მთავარი წინაპირობა არის ის, რომ ბიტკოინების შეძენა არ უნდა აისახოს გადასახადების გადამხდელთა ხარჯებზე.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები