დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფები დააწესა

ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფები დააწესა

27-03-2025 14:41:00

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25-პროცენტიანი ტარიფები დააწესა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ახალი რეგულაცია ძალაში 2 აპრილს შევა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, იმპორტზე გადასახადის მატება გამოიწვევს ავტომობილების ინდუსტრიის „უზარმაზარ ზრდას“ და ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილებისა და ინვესტიციების ზრდას შეერთებულ შტატებში.

თავისი გადაწყვეტილების სერიოზულობის ხაზგასასმელად ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ტარიფები სამუდამოდ დაწესდა.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები